Friday 21 May 2010

ანტიკური ბერძნული ცივილიზაცია






ანტიკური ბერძნული ცივილიზაციის არსი




ანტიკური ხანა საზოგაოების ცნობიერების,რელიგიის,მითოლოგიის,ფილოსოფიის,მეცნიერებათა ხელოვნების და სხვ. ძვ.წ. 1000 წლიდან ახ.წ. 500 წლამდე.რადგან ანტიკური ხანა ადამიანთა ისტორიის საკმაოდ ვრცელ ისტორიას მოიცავს.ძველი საბერძნეთი,ელადა მოიცავდა ბალკანეთის ნახევარკუნძულს,სანხრეთ ეგეოსის ზღვის კუნძულებს,თრაკიის სანაპიროს,მცირე აზიის დასავლეთ სანაპირო ზოლს და ბერძნული კოლონიზაციის პერიოდში დაარსებულ კოლონიებს.

ანტიკური კულტურა თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთ უმძლავრეს საყრდენს წარმოადგენს.ტერმინს ,,ანტიკური” გამოვიყენებთ არა საერთოდ ადრეული,არამედ მხოლოდ ძველი ბერძნული,რომაული და მათ ორბიტაში მყოფი კულტურების მიმართ.ანტიკური კულტურა ძველი ელადიდან იღებს სათავეს და სეიძლება ითქვას,სწორედ ელინებმა განსაზღვრეს მისი ხასიათი.ელინებმა შექმნეს ჩვ.წ.აღ. დიდი ხნით ადრე ცივილიზაცია.მე_19 საუკუნემდე ევროპაში იყო წარმოდგენა იმის თაობაზე,რომ ბერძნები იყვნენ ვუნდერკინდები,რომლებიც ისტორიულ ასპარეზზე გამოჩნდნენ ძვ.წ.მეათერთმეტე_მეათე საუკუნეებში და უფრო ადრე არსებული პრიმიტიული საზგადოება უეცრად გადაიყვანეს ცივილიზაციის ახალ საფეხურზე.ტუმცა შემდგომმა აღმოჩენებნმა ცხადყო,რომ ბერძნული ცივილიზაციის გვერდით იყო სხვა ცივილიზაციები,როგორიც არის შუმერული,ეგვიოტური,ხეთური და სხვ.ადრე ხმელთაშუა ზღვის აუზში,რომელიც მსოფლიო ცივილიზაციების განვითარების რეგიონად ითვლება,ცივილიზაციის განვითარების სამი უმთავრესი მოდელის მოდელის გამოყოფა შეიძლება,ესენია:შუმერულ­-აქადური ანუ მესოპოტამიური,ეგვიპტური და ეგეოსურ-ელინური.
ეგეოსურ-ელინური მოდელი მართალია,გარკვეულწილად რაღაც ნიშნებით ჰგავს ზემოდხსენებულ მოდელებს,მაგრამ არსებითად განსხვავდება მათგან.უმაღლესი განვითარება მან ჰპოვა ზვ.წ.არ. პირველ ათასწლეულის ელინისტურ კულტურაში.მისი უმთავრესი განმსაზრვრელი ნიშანი იყო ძველარმოსავლური ცივილიზაციისათვის დამახასიათებელი მონოპოეტური და ახალი,საკუთრივ ელინური სულისათვის ნიშანდობლივი კრიტიკული,მეცნიერული აზროვნების საოცარი შეზღუდვა.ელინი არა მარტო აღიარებდა თავის გარშემო ღმერთის არსებობას ,არამედ მიდრეკილი იყო ამქვეყნიურ ცხოვრებაში ადამიანური კანონებით მართული წესრიგის დამყარებისკენ.იყო ესოდენ რაციონალური და ამავდროულად საოცრად მფლანგველი.ესოდენ ტრადიციული და ამავდროულად ნოვატორული.სწორედ ამ ურთიერთსაპირისპირო ცნებებოს იდეალურად შეთანხმებისა და შეთავსების წყალობით გახდა ელინისტური კულტურა განსაკუთრებული.ამ კონტრასტული ცნებების ურთიერთგაწონასწორებულობამ მათ შეაქმნევინა ცივილიზაცია,რომლის მოდელი ესოდენ მისწვდომია და მისაღები თავისი ,,დემოკრატიული" ბუნების გამო მრავალი ხალხისათვის.ამასთანავე,აშკარაა,რომ ბერძნული მოდელის ხასიათი უშუალო კავშირშია იმ გეოგრაფიულ გარემოსთან,რომლის წიაღშიც აღმოცენდა ელინური ცივილიზაცია.ბალკანეთის ნახევარკუნძული,ეგეიდა თავისი მრავალრიცხოვანი კუნძულებით,ზღვა და მისი საშუალებით მთელ მაშინდელ სამყაროსთან კონტაქტების დამყარების საშუალება ,რასაკვირველია,ხელს უწყობა ბერძნული კულტურუს განვითარებას.რეალურად კი,ბეტძენთა ცივილიზაციაზე უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა იმან,რომ ძვ.წ. მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარში ისინი აღმოჩნდნენ დიდი წინაბერძნული კულტურის მემკვიდრეები,რომლის ცენტრსაც მინოსური კრეტა წარმოადგენდა.


ბერძნული ეთნოგენეზი და ფულის სახეობები

ანტიკური საბერძნეთი წარმოადგენდა რამდენიმე ასეულ (ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს 1000–მდე) ქალაქ სახელმწიფოს (პოლისს) მათ გარშემო მიწებითურთ. ეს პოლისები ქალაქ–სახელმწიფოები ხან ომობდნენ ერთმანეთში, ხან ზავს კრავდნენ , ხან კი ერთმანეთთან სამოკავშირეო ბლოკს (ლიგას) ქმნიდნენ მტრებთან საომრად...
მოკლედ ბერძენთა ეთნოგენეზს თუ შევეხებით, ბერძენი ხალხი ჩამოყალიბდა 3 პროტო–ბერძნული ტომობრივი გაერთიანების შერწყმის შედეგად: 1)ეოლიელები; 2)შედარებით ჩამორჩენილი, მაგრამ მეომარი დორიელები და 3) იონიელები. ძვ. ბერძენთა ეს სამივე ტომობრივი ნაკადი აქტიურად მონაწილეობდა მიგრაციებში. საბოლოოდ ეოლიელები დამკვიდრდნენ ჩრდილოეთ საბერძნეთში, იონიელები–ატიკაში და კუნძულებზე, ხოლო დორიელები–სამხრეთ საბერძნეთში და კუნძულ კრეტაზე. სწორედ დორიელებმა დააარსეს სახელგანთქმული სპარტა, რომელიც შემდგომში ათენის მთავარი მეტოქე გახდა ჰეგემონიისათვის ბრძოლაში... იონიელი ბერძნების ცენტრი იყო ქალაქი ათენი ატიკაში...იონიელმა ბერძნებმა დიდი როლი ითამაშეს ბერძენთა მიგრაციებში და დააარსეს მრავალი ახალი კოლონია, მათ შორის–შავი ზღვის სანაპიროზეც, მაგალითად ფაზისი(ფოთი) და დიოსკურია (სოხუმი)...


საკუთრივ ათენის "ოქროს ხანა" მოიცავს 500–300 წწ ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ათენის კულტურული და ეკონომიკური აღმავლობა გრძელდებოდა რომის ეპოქის დაწყებამდე...მონეტები წარმოებული ათენში ერთ–ერთი ნივთიერი მტკიცებულებაა ძველი ათენის დიდებული წარსულის და სიდიადისა–ისევე როგორც დღემდე შემორჩენილი არქიტექტურა, ფერწერის ნიმუშები, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები თუ სხვა არტიფაქტები...


ბერძნები იყვნენ ის ხალხი,რომელებიც პირველაღმომცენებად შეიქნენ კაცობრიობის შემოქმედების მრავალ სფეროში,როგორიც არის:ლიტერატურა,სახვითი ხელოვნება,მუსიკა,ქორეოგრაფია და სხვ.მეცნიერები ამტკიცებენ,რომ საოცარი ცივილიზაცია არსებობდა ძვ.წ.აღ.მე-2 ათასწლეულში კუნძულ კრეტაზე,რომელიც თვით ბერძნებისთვისაც კი იდუმალებით იყო მოცული თავისი მარალი დონის გამო.თუმცა,მას შემდეგ,უდიდესმა წარღვნამ დასცა ეს ცივილიზაცია ,მისი ადგილი ბერძნებმა დაიკავეს.სხვადასხვა აღმოჩენების თანახმად ,ძვ.წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისისათვის ძველი ბერძნული კულტურა უფრო პრიმიტიული ადრეული საზოგადოების წიარში კი არ აღმოცენებულა,არამედ მაღალგანვითარებული ცივილიზაციის საფუძველზე.

ფულის სახეობები
ათენის ვერცხლის ტეტრადრაქმას საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. ბრიტანეთის მუზეუმში დაცულია ექსპონატები, რომლებიც თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის 594–527 წლებით. და მათ "არქაულ ტეტრადრაქმებსაც " ეძახიან. ეს უძველესი მონეტები ნაკლებად იყო გადატვირთული დეტალებით. ძველი წელთაღრიცხვის 480 წლიდან მონეტის დიზაინს დაემატა ზეითუნის ხილის ფოთლები ქალღმერთის ჩაჩქანს , როგორც დეკორატიული ელემენტი, ხოლო რევერსზე , ბუსთან ახლოს ჩნდება ნახევარმთვარის გამოსახულება...

449–413 წლებში ათენში მოიჭრა უამრავი ტეტრადრაქმა ქალღმერთისა და ბუს გამოსახულებით. ათენის ხელისუფალთ სჭირდებოდათ დიდი ფულადი სახსრები, რომ დაეფარათ პელოპონესის ომის ხარჯები და დაეფინანსებინათ ისეთი გრანდიოზული მშენებლობები, როგორიც იყო პართენონი, მაგალითად.

ამ გრანდიოზული პროექტის –პართენონის მთავარი არქიტექტორი –ფიდეუსი გასამრჯელოს სახით იღებდა 1 ასეთ ვერცხლის ტეტრადრაქმას ყოველ 2 დღეში ერთხელ, ანუ თავისი დროის ცნობილ მშენებელს უხდიდდნენ 15 ვერცხლის ტეტრადრაქმას თვეში. აქედან გამომდინარე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ , რომ "ათენის ბუ"–საკმაოდ მაღალი ნომინალური ღირებულების მონეტა იყო.

ათენის ტეტრადრაქმებზე ახალბედა კოლექციონერი უთუოდ შეამჩნევს ტესტურ ჩანაჭდევებს, რომლებიც ხდებოდა საკონტროლო ჩარტყმით მონეტაზე, იმისათვის, რომ დაედგინათ ნამდვილად ვერცხლისგან იყო დამზადებული მონეტა თუ სხვა მეტალისაგან. საქმე იმაშია, რომ ათენის ხელისუფლებმა, როცა ძალიან გაუჭირდა ხაზინას, მიმოქცევაში გამოუშვეს მოვერცხლილი მონეტები და ისინი მიმოქცევაში იყო "ნამდვილ", ვერცხლის მონეტებთან ერთად. ძვ.წ–ის 375 თუ 374 წელს ათენმა გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც აგორას ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე უნდა მჯდარიყო საჯარო მოხელე, რომლის საქმიანობა უნდა ყოფილიყო ყველა "ვერცხლის" ტეტრადრაქმის შემოწმება მათზე საკონტროლო ჩარტყმით . ყველა ათენის ტეტრადრაქმა უნდა ყოფილიყო აუცილებლად ვერცხლის (და არა მოვერცხლილი) და ზუსტად დადგენილი წონის (მიუხედავად იმისა , სად იყო მოჭრილი მონეტა–ათენში თუ სხვა ქალაქში). ხოლო "დაწუნებულ მონეტებს " ეს საჯარო მოხელე ადგილზე ანადგურებდა და ხდებოდა მათი ამოღება მიმოქცევიდან... ასე და ამგვარად გაჩნდა ათენის მონეტებზე ტესტური ნაჭდევები, მაგრამ ამ კანონის მიღების მიუხედავად მაინც ვერ მოხერხდა ყველა მონეტის გასინჯვა, და ახლა გვხვდება მონეტები როგორც საკონტროლო ნაჭდევებით, ასევე მათ გარეშე. ჩემს კოლექციაშიც არის 2–3 ასეთი მონეტა, რომელსაც ატყვია აგორას საჯარო მოხელის ნაშრომი:

–ძველი სტილის ათენის ტეტრადრაქმა (449–413)
თეიმურაზ მენაბდიშვილის კოლექცია. როგორც სურათზე ჩანს ამ მონეტის ორივე მხარეზე ჩაურტყამთ მეტალის სირბილის დასადგენად, რათა მომხდარიყო მეტალის იდენტიფიცირება...
*********************************************

–ძველი სტილის ათენის ტეტრადრაქმა.(449–413წწ)
თეიმურაზ მენაბდიშვილის კოლექცია.
ამ მონეტას , როგორც ხედავთ, ტესტირების მიზნით ჩარტყმული აქვს მონეტის რევერსზე, ბუს თავის მიდამოში.

^ ^ ^ ^ ^ ^ ^ ^ ^ ^ ^ ^

ათენის სახელგანთქმული ტეტრადრაქმა საუკუნეების განმავლობაში იცვლიდა იერსახეს და ცალკეულ დეტალებს, უცვლელი რჩებობოდა მხოლოდ 2 რამ: მონეტის ობვერსზე ყოველთვის გამოსახული იყო ქალღმერთი ათენა, ხოლო რევერსზე– მითიური ბუ.
დღევანდელ დღეს ნუმიზმატები გამოყოფენ 3 ტიპის , ანუ სტილის ათენის ტეტრადრაქმას: 1) "ძველის სტილის" ათენის ტეტრადრაქმა; 2) "გარდამავალი სტილის" ტეტრადრაქმა და 3) "ახალი სტილის" ათენის ტეტრადრაქმა. ამ 3 ტიპის ათენის მონეტებს წინ უსწრებდა ათენის "არქაული" მონეტები, რომლებიც ძალიან იშვიათია. ისინი მოჭრილია ძვ.წ. 480 წლამდე, აი "არქაული" ათენის მონეტების მაგალითი: <>
1)"ძველი სტილის" ტეტრადრაქმა–პირველი რაც თვალში გვხდება–ესაა ქალღმერთ ათენას არაბუნებრივი, ნუშისებრი თვალები. ძველი წელთაღრიცხვის 480 წლიდან მონეტის დიზაინს დაემატა ზეითუნის ხილის ფოთლები ქალღმერთის ჩაჩქანს , როგორც დეკორატიული ელემენტი, ხოლო რევერსზე , ბუსთან ახლოს ჩნდება ნახევარმთვარის გამოსახულება...
ძველი წელთაღრიცხვის 449–413 წლებში ათენის ხელისუფლებმა გამოსცეს დიდი რაოდენობით ტეტრადრაქმები. და ამას ჰქონდა თავისი მიზეზები–რომ დაეფარათ პელოპონესის ომის ხარჯები და დაეფინანსებინათ გრანდიოზული მშენებლობები, მაგალითად, პართენონის მშენებლობა...
2) "გარდამავალი სტილის" ტეტრადრაქმები გამოიცემოდა ძველი წელთაღრიცხვის 393–300 წლებში. სწორედ 393 წლიდან მოყოლებული ათენის ტეტრადრაქმამ ცვლილება განიცადა–ქალღმერთ ათენას თვალები უფრო "ადამიანური" გახდა, განსხვავებით "ძველი სტილის " ტეტრადრაქმებისაგან, რომლებზეც ათენას ნუშისებრი და და უჩვეულო ფორმის თვალები აქვს... თუმცა, "გარდამავალი სტილის" ათენის ბუები ხშირად იჭრებოდა უსწორმასწორო და არასწორ მეტალზე , აგრეთვე ბუს გამოსახულება ხშირად სტილისტურად დასახვეწი იყო ... ამ სტილის ტეტრადრაქმებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით იქნა მოჭრილი...
3) "ახალი სტილის" ტეტრადრაქმების წარმოება დაწყებულა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 220 წელს და შეწყდა 52 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, როცა რომაელებმა შეაჩერეს ათენის ტეტრადრაქმის წარმოება და შეცვალეს იგი რომაული იმპერიული დინარებით. "ახალი სტილის" ათენის ბუები უფრო დახვეწილი მხატვრული ღირებულებების მატარებელია. შეიცვალა ზოგიერთი დეტალიც–ახალ მონეტაზე ბუ ზის ამფორაზე–წაგრძელებული ფორმის ჭურჭელზე, ხოლო ქალღმერთის რკინის ჩაჩქანი მონეტის ობვერსზე მთლიანად არის ნაჩვენები. ამფორაზე ხშირად ფიგურირებს ბერძნული ასოები, რომლებიც მონეტის გამოცემის თვეს აღნიშნავდნენ, ხოლო ბუსგან მარცხნივ ხანდახან გვხვდება ბერძნული წარწერა, რომელიც მიუთითებს ვერცხლის იმ წყაროს, რისგანაც მონეტების ესა თუ ის პარტია იქნა წარმოებული...ახალი სტილის ტეტრადრაქმებზე ათენას სახე უფრო მებრძოლი და ჰეროიკულია, რაც საერთოდ დამახასიათებელია ჰელენისტიკური პერიოდისათვის.
ცნობილი მკვლევარი მარგარეთ თომპსონი 1961 წელს გამოცემულ თავის წიგნში "The New Style Coinage of Athens" წერდა, რომ იმ პერიოდში სულ აღრიცხული იყო დაახლოებით 8 000 ცალი "ახალი სტილის" ათენის ტეტრადრაქმა. რა თქმა უნდა მას შემდეგ ამ რიცხვმა მოიმატა, ვინაიდან არქეოლოგებისა და ენთუზიასტების მიერ ბევრჯერ იქნა აღმოჩენილი " ახალი სტილის " ათენის ბუ– მრავალი ნუმიზმატის საოცნებო და საყვარელი ვერცხლის მონეტა...

მიკენე-ერთიანი საბერძნეთის სიმბოლო

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/25/Lions-Gate-Mycenae.jpg/300px-Lions-Gate-Mycenae.jpg მიკენე (ძვ. ბერძნ. Μυκῆναι, ბერძნ. Μυκήνες) — უძველესი ქალაქი არგოლდში, ბერძნული ცივილიზაციის ერთ-ერთი ცენტრი ძვ. წ. II ათასწლეულში. მდებარეობს ათენიდან 90 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით. ამჟამად ნანგრევებია. გადმოცემით ქალაქი პერსევსმა ააგო. აქ ცხოვრობდნენ დანაოსის შთამომავლები და ელიდიდან ამიფაონიდები.ჰერაკლიდების დაბრუნების შემდეგ ქალაქი თანდათან დაკნინდა და სპარსელებთან ომების პერიოდში საბოლოოდ დაიქცა არგოსელებთან ბრძოლისას.სტრაბონის გადმოცემით, მის პერიოდში ქალაქის კვალი აღარ იყო დარჩენილი გადმოსახლებული .გმირთა ეპოქის სიმაღლეთა შორის ბერძნული ტრადიცია განსაკუთრებით მიკენს გამოყოფდა ხოლმე,როგორც ერთი მიზნითგაერთიანებული საბერძნეთის სიმბოლოს.მიკენე,როგორც კონტინეტური საბერძნეთის დასახლება მე-18 - მე-17 საუკუნეთა მიჯნიდან არსებობს.აღსანიშნავია აქ წარმოებული საქონლის საოცრად რაფინირებული ხასიათი.მიკენე იყო ადგილი,რომელმაც მიშვნელოვანი და ამავდროულად სახასიათო როლი ითამაშა ბერძნული კულტურის განვითaრებაში.ეს იყო მაღალგანვითარებული ქალაქი,რომელსაც მეტად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონდა.მიკენური სამყარო არ მიისწრაფვოდა იზოლაციისაკენ,პირიქით,ის ფართო კავშირებს ეძებდა.ვენ კი დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ,რომ ამ დროს ბერძნები თავიავთ თავს აქაველებს უწოდებდნენ.ძველ ელინებს ამგვარი პოლიტიკური მთლიან მთლიანობისთვის აღარასოდეს მიუღწევიათ.B ხაზოვანი წარწერების გაშიფვრის შემდეგ,დღეს უკვე აღარვის ეპარება ეჭვი,რომ ეს ძლიერი აქაური იმპერია ბერძნულ ტომთა გაერთიანებას წარმოადგენდა.არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე,თუ სად იყო ელინთა თავდაოირველი განსახლების ადგილიდა საიდან მოვიდნენ ისინი.ერთი თეორიის თანახმად,მათ ოდესღაც უცხოვრიათ იქ,სადაც იყო ინდოვროპული ტომების განსახლება,რადგან ლინგვისტებმა ბერძნული ენის ორგანული კავშირი აღმოაჩინეს ინდოევროპულ ენათა ოჯახთან.თუმცა არსებობს მეორე,უფრო პოპულარული თეორია,რომლის თანახმადც ბერძენთა წინაპრები ეგეიდაში ძწ. მეორე ათასწლეულში ცხოვრობდნენ.

View Larger Map


ბერძენთა გამოსვლა ისტორიულ ასპარეზზე და ხალხთა ახლებური გადაჯგუფება

ბერძნები ისტორიულ ასპარეზზე ნამდვილად უკვე ჩანან ძველი წელთაღრიცხვის მე-14 საუკუნიდან მაინც.როგორცჩანს,ბერძნულენოვან ტომთა განსახლება,შეევა ადგილობრივ მოსახლეობასთან ხანგრძლიი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა.ზოგჯერ ეს ხდებოდა ძალის გამოყენებით,ზოგჯერ კი-მშვიდობიანად.რასაკვირველია,ელინურ კულტურაზე და ტრადიციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ადგილობრივმა ცივილიზაციებმა,ისინი იღებნენ ადგილობრივების ტრდიციებს,კულტურას და ერთგვარი სინთეზი ხდებოდა.თუმცა ძირითადი სახე მან მაინც სრულად შეინარჩუნა.
http://mytemple.ucoz.ru/drevniaya-grecia.jpg


აღსანიშნავია,რომ ელინთა თქმულების თანახმად,სულ სხვადასხვა ქვეყნებიდან მოსულან ის პირები,რომელტაც საბერძნეთში ადგილობრივი დინასტიების წარმოქმნისათვის მიუციათ ბიძგი.ბერძნები ასპარეზზე გამოვიდნენ ხმელთასშუა ზღვის იმ რეგიონში,რომელიც მსოფლიო ცივილიზაციების სამშობლოდ ითვლება.მიუხედავად ამ ძლიერი კულტურული გარემოცვისა,ისტორიულ ასპარეზზე გამოსული ბერძნები თავიდანვე ამჟღავნებდნენ არსებული კუტურული ტრადიციებისმიმართ ორმხრივ დამოკიდებულებას:ერთდროულად მიახლოებისა და დაშორების.ეს მათ საშუალება საძლევდათ შეენარჩუნებინათ თავიანთი თვითმყოფადობა და შედეგად შეექმნათ ესოდენ ორიგინალური და უნიკალური კულტურა.მაშასადამე,შეგვიძლია დავასკვნათ,რომ ბერძნები ეგეოსის ზღვის აუზს და საერთოდ მსოფლიოს მოევლინნენ,როგორც დიდი მასწავლებლის ნიჭიერი მოსწავლეები.მათ შეძეს დიდძალი ინფორმაციის გადახარშვა და ამ ეპოქის მრავალი კულტურული მიღწევის ათვისება,ოგონდ ნისანდობლივია,რომ მათ არასოდეს დაუკარგავთ თვითმყოფადობა.სწორედ ამ უნარმა-სხვისგან მიღებისა და თავისი საკუთარის შექმნის-შეაძლებინა მიკენურ სამყაროს მიეღწია პოლიტიკურ,ეკონომიკური,სოციალური თუ კულტურული განვითარების იმ საფეხურისათვის,რომელიც შემდგომ კიდევ დიდხანს.ბერძნებისთვის თავისი წარსულით სიამაყის მყარ საფუძველს წარმოადგენდა.
სიტუაცია იცვლება მას სემდეგ,რაც ბრინჯაოს ხანა აგილს უთმობს ე.წ. ,,რკინის ხანას".ეს იყო კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი კაცობრიობის განვითარებისაკენ.თუმცა ეს გადასვლა ერთი საფეხურიდან მეორეზე არ ყოფილა მსვიდობიანი და უმტკივნეულო.მას თან ახლდა ხალხთა ცნობილი იმპერიების დაქვეითება,ან სულაც ისტორიული ასპარეზიდან გაქრობა.მაგრამ ამ დროს სგავსი ჯატასტროფის თავიდან ასაცილებლად ე.წ ზღვის ხალხები ქმნიან კოალიციას ძვ.წ.არ. მეცამეტე საუკუნეში.მე-12 საუკუნიდან კი ისტორიულ ასპარეზზე გამოდიან ახალი ტომები და ხდება ხალხთა ახლებური გადაჯგუფება.ძველი აქაური ტომები,თითქოს უცებ დაკარგესო წინააღდეგობის გაწევის უნარი,განვითარების გაცილებით და დაბალ ასფეხურზე მყოფ დორიელებს უთმობენ ადგილს,რომლებიც პრაქტიკულად პრიმიტიულ საზოგადოებას წარმოადგენდნენ.მხოლოდ ატენა ინარჩუნებს ამ დროს პირვანდელ ძალა,ძველმა მოსახლეობამ იონელების სახით,შეინარჩუნა თავისი პოზიციები.ხდება საბერძნეთის დანარჩენი ნაწილის დორიზაცია,ანუ იწყება დორიელების მიერ საბერძნეთის ექსპანსია.მიმდინარეობს მოსახლეობის ახლებური გადაჯგუფება,რამაც,ბუნებრივია,სოციალური სტრუქტრის არსებითი ცვლილება გამოიწვია.ასე რომ,ელადა ხელახლა იწყებს საზოგადოების ჩამოყალიბებასა და კულტურულ-ეკონომიკური განვითარების ძიებას.გასაკვირი არაა,რომძალზე პრიმიტიული ხდება ამ დროის ხელოვნება.როგორც ჩანს,სწორედ ამ ,,ბნელ წლებში" იქნება იმ მრავალრიცხოვან თქმულებათა და მითთა ვერსიები,რომელნიც შემდგომ მრავალი საუკუნის განმავლობაში ასაზრდოებდნენ ბერძნულ ლიტერატურასა და ხელოვნებას.ეს იყო მითები უკეთესი წარსულისა,რომლის ნოსტალგიაც მუდამ ჰქონდათ ბერძნებს.



მითოლოგია

ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლების მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება.
თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკაპოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად.
ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით ფორმის ნიმუშების დიდი რაოდენობით, ასევე გამომსახველობით ხელოვნებაშიც, როგორიცაა მაგ. მხატვრობა კერამიკულ ლარნაკებზე და მისთ. ბერძნულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითიური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ბერძნული მითები ძირითადად ბერძნული ლიტერატურიდან არის ცნობილი.
უძველესი ლიტერატურული წყარო, ილიადასა და ოდისეას ეპიკური პოემები, ძირითადად ტროას ომის გარშემო მომხდარ მოვლენებს მიგვითხრობს. ტროის ომი, ლეგენდის თანახმად, წარმოებდა მცირე აზიაში ქალაქ ტროის წინააღმდეგ აქეველთა მიერ, ტროელი პარისის მიერ სპარტის მეფის მენელაოსის ცოლის – უმშვენიერესი ელენეს მოტაცების გამო. ეს ომი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ბერძნულ მითოლოგიაში და აღწერილია ეპიკურ პოემათა ციკლში, რომელთა შორის ჩვენამდე მხოლოდ ორმა - ჰომეროსის ილიადამ და ოდისემ მოაღწია - მოაღწია.
ძველ ბერძნებს სწამდათ, რომ ჰომეროსის მიერ აღწერილი მოვლენები სინამდვილეს შეესაბამებოდა. მათი მოსაზრებით ეს ომი ძვ.წ. მე-13 ან მე-12 საუკუნეში უნდა მომხდარიყო და რომ ტროა მდებარეობდა დარდანელის სრუტის მიდამოებში, რაც ამჟამად თურქეთში ჰაინრიხ შლიმანმა ამ მიდამოებში გათხრები აწარმოა და მითოლოგიური ქალაქის გარკვეულ მინიშნებებს მიაკვლია. მიუხედავად ამისა, არ არსებობს რაიმე დოკუმენტური ნივთმტკიცება, რაც ჰომეროსის ტროის ან იქ მომხდარი ომის არსებობას დაასაბუთებდა.ტროას ომძე გადაღებულია შესანიშნავი ფილმი,რომლის ფრაგმენტები ქვემოტაა წარმოდგენილ
http://www.youtube.com/watch?v=xF6vuSh7L2w&feature=related


http://www.youtube.com/watch?v=cCg8Ku7C5eI



ჰომეროსის თანამედროვე ჰესიოდოსის ორი პოემა, „თეოგონია“ და „შრომები და დღეები“ მოიცავს სამყაროს გენეზისის აღწერას, ღვთიური მმართველების იერარქიას, ადამიანთა ცხოვრების ეპოქებს, მსხვერპლთშეწირვის პრაქტიკის დასაბამს და მისთ. მითები ასევე შემონახულია ჰომეროსის ჰიმნებში, ძვ. წ. 5 საუკუნის პერიოდის ტრაგედიებში, ელინისტური ეპოქის მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომებში, რომის იმპერიის პერიოდის მწერლების, როგორიცაა პლუტარქე და პუსანიასი, წერილებში.
ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე დასავლური მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება.
იმ დროისათვის ძალზე პოპულარულია იყო სამ ძმას-ზევსს,პოსეიდონსა და ჰადესს შორის სამი სკნელის განაწილებაზე-ზეცისა და ადამიანებით დასახლებული სამყაროსი,ზღვისა და მიწისქვეშეთის.ამ დროს უნდა ეკუთვნოდეს ლიმპოს მთაზე დამკვიდრებულ ღმერთთა შესახებ წარმოდგენები და რწმენა თორმეტი ოლიმპიური ღმერთისა.ტითოეულს განმგეობის თავისი სფერო შეესაბამებოდა.ზევს(ლათ.იუპიტერი)-კანონიერება,ჰერას(იუნო)-ქორწინებები და ბავშვთა გაჩენა,პოსეიდინს(ნეპტუნი-ზღვის სტიქია და მიწის რყევა,დემეტრეს(კერესი)-დედამიწის ნაყოფიერება,აპოლონს(აპოლონი)-ხელობნება და მედიცინა,მზის სინათლე,ერტემისს(დიანა)-ნადირობა,ჰეფესტოს(ვულკანუსი)-ცეცხლი და მჭედლობა,ათენა პალადას(მინერვა)-სიბრძნე,არესს(მარსი)-ომი,აფროდიტეს(ვენუსი)-სილამაზ და სიყვარული,ჰერმესს(მერკურიუსი)-ღმერთთა შიკრიკობა,მოგზაურობა,სულთა თანხლება და ა.შ.ჰესტიას(ვესტა)-ოჯახური კერა.ზოგი მათ უმატებდა მეცამეტე ღმერტს ჰადესს-გარდაცვლილთა სულების სამკვიდრებლის გამგებელს.ეკვდავ ღმერთთა რაოდენბ ბერძნულ მითოლოგიაში ძალზე დიდია.თუმცა არსებობს თქმულებები,რომლებიც ქმნიან ციკლებს გარკვეული მოვლენის გარშემო.ამ მხრივ გამოიყოფა სამი ციკლი: 1.თებეს ციკლი,მოიცავს კოდმოსის მიერ დაარსებულ ბეოტოს მთავარი ქალაქის ტრაგიზმით აღსავსე ამბებს. 2.არგონავტების ციკლის ამბები მოიცავს ბერძენთა მიერ უკვე ქვეყნის გარეთ ჩატარებულ შორეულ საზღვაო ექსპედიციების აღწერას. 3.ყველაზე პოპულარული თქმულებათა სორის მაინც ტროას ციკლი იყო.ტვისთავად,ბერძნული ტერმინი ,,მითი" სხვა ს არას ნისნავს თუ არა ,,სიტყვას".თანამედროვ ენაში ამ სიტყვით ავღნიშნავთ მთელ კომპლექსს რმერთთა და გმირთა შესახებ არსებული თქმულებებისა,რომელშიც გადმოცემულია ხალხის მიერ ნაწილობრივ რელიგიურად,ნაწილობრივ კი ისტორიულ-ქრონიკულად აღქმული შორეული,ლეგენდარული წარსული.
,,ბნელ წლებში",ერთი შეხედვით დიდი დაქვეითების ეპოქა იყო,მაგრამ ამ პერიოდში შემზადდა საფუზველი ახალი აღმავლობისათვის,რომელიც საბერძნეთში გეომეტრიული ეპოქის რენესანსით დაიწყო..სწორედ ამ დროს დაიწყო ახალი ერა კაცობიობის ისტორიაში,რომელსაც ბერძენთა დიდი აღმავლობის ერაც შეგვიძლია ვუწოოტ.მათ უძლიერდებათ ლტოლვა იდუმალებით მოცული მიკენური წარსულისაკენ,რომელიც მათი დიდების ძეგლად წარმოუდგენიათ.ეს არის ეპოქა სახელოვანი მიენური ნამყოს დასასრულისა სა ახალი კლასიკური ბერძნული კულტურის განვიტარების დასაწყისისა.
ბერძნული ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი არის პოლისი,რომელსაც, როგორც სახელმწიფო ორგანიზმის ორგანიზაციის ახალ ფორმას სწორედ ამ ეპოქაში ეყრება საფუძველი.პოლისის სრულუფლებიანი წევრობის საფუძველს წარმოადგენდა მიწის საკუთრება.შესაბამისად,პოლისი გადაიქცეოდა სრულუფლებიან ევრტა არამრავალრიცხოვან სახელმწიფო გაერთიანებად.
ბერძნული კოლონიზაციის პერიოდში (ძვ. წ. VIII-Vი სს.) დაარსებული კოლონიების სამხრეთ იტალიის, აღმოსავლეთ სიცილიის, სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიებს, აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს (კირენაიკა), შავი ზღვის და აზოვის ზღვის სრუტეებსა და სანაპიროებს.ბერძნული კოლონიზაცია იმ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორთაგანია,რომელმაც ხელი შეუწყო ელინისტური ცივილიზაციის სემდგომ განვითარებას და ფორმირებას.ამასთანავე,უდიდესი მნისვნელობა ჰქონდა საერთო ელინური ხასიათის მიცემას ლიმპიური თამაშებისათვის. ოლიმპიური თამაშები უძველესი და ყველაზე პოპულარული დღესასწაული და შეჯიბრებაა ძველ საბერძნეთში.
http://s59.radikal.ru/i164/0912/94/dea5f0d4a041.jpg

ოლიმპიური თამაშები

ოლიმპიურ-ი თამაშები – 1.ძველ საბერძნეთში: ზევსის პატივსაცემი სახალხო დღესასწაული, რომლის დროსაც ეწყობოდა შეჯიბრება სირბილში, ხტომაში, ბადროს და შუბის ტყორცნაში და სხვ.; იმართებოდა ოთხ წელიწადში ერთხელ ქალაქ ოლიმპიის მახლობლად (პელეპონესში). 2. დიდი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებანი, რომლებიც ეწყობა ოთხ წელიწადში ერთხელ (დააწესეს 1896 წელს ძველი ბერძნული ოლიმპიური თამაშების მიხედვით). ოლიმპიური სოფელი – სპეციალურად აშენებული რაიონი, უბანი ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა საცხოვრებლად, დასასვენებლად (იმ ქალაქში, სადაც ეს თამაშები ეწყობა).http://news.gtu.ge/uploads/posts/2010-04/1270499965_untitled-1o.gif ოლიმპიური თამაშების დაარსება ადამიანის ცივილიზაციის ადრეულ ხანასთან არის დაკავშირებული და შეუძლებელია იმ მითების ზუსტი რაოდენობის დადგენა, რომლებიც ამ თამაშებზეა შეთხზული. გადმოცემით ვიგებთ, რომ ოლიმპიური თამაშები ღმერთებმა, დიდმა ბრძანებლებმა და გმირებმა დააწესეს, ხოლო ზუსტად კი ის არის ცნობილი, რომ პირველი ოლიმპიადა ჩვენს ერამდე 776 წელს გაიმართა. თუ ისევ მითებს მივუბრუნდებით, გეტყვით, რომ ოლიმპიური სტადიონი ჩვენს ერამდე მეჩვიდმეტე საუკუნეში - ჰერაკლემ მოაწყო. ეს სტადიონი მან მამის, ზევსის გამარჯვების საპატივსაცემოდ დააარსა. საქმე ისაა, რომ ოდესღაც ზევსმა საკუთარი მამა კრონოსი დაამარცხა და სწორედ ამ გამარჯვების აღსანიშნავად დაებადა ჰერაკლეს იდეა - გრანდიოზული სტადიონის აშენების იდეა, სადაც მოგვიანებით მან და მისმა ოთხმა ძმამ პირველი შეჯიბრებები გამართეს.

ლეგენდა იმაზე, თუ როგორ მოპარა პრომეთემ ღმერთებს ცეცხლი და როგორ მიაჯაჭვეს იგი ამისათვის კავკასიონზე, ყველამ კარგად ვიცით. ცეცხლის მოპოვების რიტუალმა შემდეგ ოლიმპიურ თამაშებში გადაინაცვლა და ოლიმპიადის უმთავრეს მოვლენად იქცა. ახლა თამაშების დაწყების წინ განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა, სპეციალურ კვარცხლბეკამდე ცეცხლის მიტანას ენიჭება.

რაც შეეხება უშუალოდ შეჯიბრებებს, ცნობილია, რომ ადრე ათლეტები ოლიმპიურ თამაშებზე სრულიად შიშვლები გამოდიოდნენ. ტიტველი სხეულის დემონსტრირება სულაც არ იყო სამარცხვინო, მხოლოდ ის იყო მნიშვნელოვანი, რომ ოლიმპიადას არავითარ შემთხვევაში ქალი არ უნდა დასწრებოდა და შესაბამისად არც ამ სანახაობის მონაწილე ყოფილიყო. თუ ასეთი რამ გამოვლინდებოდა, სუსტი სქესის წარმომადგენელს თურმე სიკვდილით სჯიდნენ. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მანდილოსანი დაინდეს, მაშინ გამოვლინდა, როცა მამაკაცის ტანისამოსით შენიღბული ქალი, ოლიმპიური ჩემპიონის და, დედა და ცოლი აღმოჩნდა. ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, წესით ქალი სიკვდილით უნდა დაესაჯათ, მაგრამ მეტად უჩვეულო შემთხვევის გათვალისწინებით გამონაკლისი დაუშვეს. მას შემდეგ, ახალი წესი დადგინდა, იმისათვის რომ შეცდომა აღარ გაპარულიყო, თამაშებზე დამსწრე საზოგადოებაც, მონაწილეების მსგავსად შიშველი უნდა ყოფილიყო, გამოცდილებამ აჩვენა რომ გამჭვირვალობა გახდა აუცილებელი...

ახლა ქალაქი ოლიმპი, სადაც ყველაფერი დაიწყო ტიპიური პროვინციაა, სადაც ტურისტების განუწყვეტელი ნაკადი ჩადის და უძველეს ნანგრევებს ათვალიერებს. აქ ყველაფერი ოლიმპიურია - ქუჩების და კერძების სახელწოდებიდან დაწყებული, პატარ-პატარა სუვერინებით დამთავრებული, რომლებიც ამ ქალაქის უწინდელ დანიშნულებაზე მიუთითებენ. ადრე აქ, ცხოვრება დუღდა და გადადუღდა, ათიათასობით ათლეტი საკუთარი ძალისა და შესაძლებლობის დემონსტრირებას ახდენდა, დღეს კი ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შორეული წარსული და ღმერთებზე მოთხრობილი ლეგენდებია.
თამაშებს შორის ინტერვალი შეადგენდა 1417 დღეს.ამანმნიშვნელოვნად განსაზღვრა საერთო ელინური იდეალების ჩამოყალიბება.ოლიმპიურითამასები წარმოადგენდა ადამიანის ჰარმონიულად განვითარების ბერძნული მოდელის ხორცშესხმას და რეალიზაციას.
http://www.youtube.com/watch?v=f4M68tq0jUc&feature=related


ბერძნული ენა

ბერძნული ენა, ინდოევროპულ ენათა ოჯახის განკერძოებული წევრი. ბერძნული ენის განვითარებაში გამოიყოფა სამი მთვარი პერიოდი: 1. ძველიბერძნული ენისა (ბალკანეთის ნ.-კ-სა და ეგეოსის რ-ნში ბერძენ ტომთა ცამოსახლებიდან 330-მდე, კონსტანტინოპოლის დაარსებამდე), 2. ბიზანტ. ბერძნულისა (IV ს-იდან 1453-მდე, თურქეთის მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობამდე) და 3. თანამედროვე ანუ ახალი ბერძნული ენისა (XV ს-იდან დღემდე). ძვ. ბერძნული ენა, რომელიც საფუძვლად დაედო მომდევნო პერიოდების ბერძნული ენის განვითარებას, ამჟამად მკვდარი ენაა, იგი დადასტურებულია ჯერ კიდევ ჩ-ხაზოვანი დამწერლობის ძეგლებში.
ბერძნული ენაზე მოლაპარაკე ინდოევროპელი ტომები ჩრდილოეთიდან ჩამოსახლდნენ ძვ. წ. მეორე ათასწლეულში ბალკანეთის ნ.-ს-სა და მცირე აზიის სანაპიროებზე რამდენიმე ტალღისებურ ნაკადად. უმნიშვნელოვანესი იყო აქაველ ტომთა მიგრაცია, რის შედეგად შეიქმნა მძლავრი მიკენური კულტურა (ძვ. წ. XVI-XII სს.), და დორიიელთა ჩამოსახლება, რაც ზემოხსენებული კულტურის დაცემის ერთ-ერთიი მიზეზი გახდა. ბერძნულმა ენამ საუკუნეთა განმავლობაში შეავიწროვა და სახე უცვალა უაღრესად მაღალი კულტურის მქონე აბორიგენული მოსახლეობის, ე. წ. "ეგეისური მოსახლეობის" (პელასგების, ლელეგების და სხვ.) ენებს. ამასთანავე მნიშვნელოვნად გამდიდრდა საკუთარი ლექსიკური შედგენილობა "ეგეოსური მოსახლეობის" ენების საფუძველზე (მაგ., asaminthos "აბაზანა", erebinthos "ცერცვი"). ფიქრობენ, რომ ბერძნულის ლექსიკაში მნიშვნელოვანია არაინდოევროპული ენების წვლილიც (მათ შორის ისეთი ენეებისა, რომელთა ცოცხალი გადმონაშთი თანამედროვე იბერიულ-კავკასიური ენებია).
ბერძნ. კულტურის კლასიკურ პერიოდში (ძვ. წ. IX-IV სს.) ბერძნულ ენას მრავალი დიალექტი და კილოკავი ჰქონდა. საერთო-სალიტ. ენა ამ პერიოდში ბერძნებს არ გააჩნდათ. ბატონობდა ოთხი ძირითადი დიალექტი: იონიური (გავრცელებული იყო მცირე აზიის სანაპიროზე სმირნიდან ჰალიკარნასამდე), ატიკური (იონურის განშტოება, გავრცელებული იყო ცენტრ. საბერძნეთში, ატიკაში), დორიული (პელოპონესში და ეგეოსის ზღვის სამხრ. კ-ებზე, მაგ., კ. როდოსზე) და ეოლიური (ფეხმოკიდებული იყო მცირე აზიის ჩრდ.-აღმ. სანაპიროზე, სმირნიდან მოყოლებული სხვადასხვა კუნძულებსა და კ. ლესბოსზე, აგრეთვე თესალიასა და ბეოტიაში). დიალექტები საკმაოდ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და ამ დიალექტებზე დაწერილი თხზულებები საერთო-ბერძნულ საკუთრებას წარმოადგენდა. გამომუშავდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ ჟანრის ნაწარმოები იწერებოდა, ჩვეულებრივ, იმ დიალექტზე, რომელზედაც ჩაისახა იგი.
ძვ. წ. V ს-იდან ტენის პოლიტიკურმა ჰეგემონიამ ხელი შეუწყო ატიკური დიალექტის ელემენტების შეღწევას ბერძნული ენის სხვა კილოკავებში. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა შედეგად ბერძნული ენა გავცელდა აღმოსავლეთის ქვეყნებში; დაიწყო ბერძენ ტომთა კონსოლიდაცია და დიალექტურ სხვაობათა მოშლის პროცესი. ამ დროს ატიკურ იდიალექტის საფუძველზე ჩამოყალიბდა ე. წ. საერთო ბერძნული ენა, ანუ ელინური კოინე. ძვ. ბერძნულ ენას ახასიათებს მდიდარი ლექსიკა, სიტყვა-წარმოებისა და სინტაქსური სტრუქტურის დიდი მოქნილობა. ბერძნ. მწერლობის უმაღლესმა დონემ განაპირობა ბერძნული ენის სემანტიკური მხარის მრავალფეროვნება. ძვ. ბერძნული ენის სისტემაში ნიშანდობლივი: მარტივი და რთული ხმოვნების (დიფთონგების) არსებობა, გრძელი და მოკლე ხმოვნების დაპირისპირება (ე. წ. კვანტიტეტი), მუსიკალური მახვილი, ზმნის ფორმათა უაღრესი სიუხვე და მოქნილობა. ტიპოლოგიურად ძვ. ბერძნული ენა ფლექსიური ენაა. ელინურ კოინეში წარმოიშვა ენობრივი დუალიზმი. სამწერლობო ენას, რომელიც ცდილობდა აღედგინა ატიკური დიალექტის ძვ. ნორმები (ატიციზმი), დაუპირისპირდა სალაპარაკო კოინე.
"საერთო ბერძნული ენაში" მომხდარმა ენობრივმა ცვლილებებმა საფუძველი დაუდო ბერძნული ენის განვითარებაში ახ. საფეხურის წარმოქმნას. ბიზანტიური პერიოდის მთელ მანძილზე სამწერლობო ენაში ძვ. ბერძნული ენა ატიკური დიალექტისა და კოინეს ("კინი" ენის) სახით განაგრძობდა არსებობას. ბიზანტ. პერიოდის სალაპარაკო ბერძნული ენაში დიდი ფონეტ., მორფოლ. და სინტაქსური ხასიათის ცვლილებები მოხდა. მაგ., ფონეტიკაში მუსიკალური მახვილი შეიცვალა დინამიკურით, თანდათან გაქრა ხმოვანთა დაპირისპირება სიგრძე-სიმოკლის მიხედვით დიფნონგები გამარტივდა (ai და ei გამოითქმის როგორც i), "ეტაციზმის" ნაცვლად დამკვიდრდა "იტაციზმი" (გრძელი e გამოითქმის როგორც i), b (რომელმაც ჯერ კიდევ ადრე იცვალა სახე) ბიზანტიურ ბერძმულში v-დ გამოითქმის; მორფოლოგიაში ფლექსიურობა თანდათან შეცვალა ანალიზურმა წყობამ. ნაწილობრივ მოიშალა ბრუნვის სიტემა, მიმართებები გამოიხატება არა ბრუნვათა დაბოლოებებით, არამედ წინდებულებით; უპირატესობა მიენიჭა აკუზატივს. ზმნაში თავი იჩინა აღწერითმა უღვლილებამ, გამარტივდა დრო-კილოთა ფორმები და სხვ. ჯერ კდიევ საერთო ბერძნული ენაში ფართო ნაკადად შეიჭრა ნასესხობები. ბიზანტიური პერიოდის ბერძნულმა განსაკუთრებით უხვად შეითვისა ლათინური, იტალიური, სლავური და თურქული ლექსიკა.
ძვ. წ. III-I სს-ში, როცა ელინისტური ქვეყნები რომის იმპერიის შემადგენლობაში შევიდნენ, ბერძნული ენა ლათინურ ენასთან ერთად სახელმწიფოს ოფიციალურ და კულტურული ცხოვრების ენად დარჩა. რომის იმპერიის გაყოფის შემდეგ (395-იდან) ბერძნული ენა აღმოსავლეთ რომის იმპერიის ანუ ბიზანტ. ოფიციალური სახელმწიფო ენა გახდა. ბიზანტ. ქვეშევრდომები ამ დროს "რომაელებად" იწოდებიან. ენობრივი დუალიზმი გრძელდება ბიზანტ. პერიოდის ბერძნულშიც. სამწერლობო ენას მკვეთრად დაუპირისპირდა სალაპარაკო კოინე, რომელმაც ნელა მაგრამ მაინც შეაღწია მწერლობაში.
ახ. ბერძნული ენის ტერიტორიული დიალექტების წარმოშობა ადრინდ. შუა საუკუნეებში დაიწყო და გრძელდებოდა ოსმ. ბატონობის მთელ პერიოდში (1453-1821). ამ დიალექტთა საფუძველი ძირითადად ელინური კოინე იყო. ახ. ბერძნული ენის დიალექტთა შორის გამოირჩევა ე. წ. ცაკონური დიალექტი, რომელსაც ძვ. დორიული დიალექტის უშუალო მემკვიდრედ თვლიან. ახ. ბერძნული ენის პონტოური დიალექტი წარმოდგენილია სსრკ-შიც. ამ დიალექტზე ლაპარაკობენ უკრაინასა და კავკასიაში მოსახლე ბერძნები. თანამედროვე სააბერძნეთსი ერთი მთლიანი სახალხო-სალიტ. ენა კიდევ არ არსებობს. აქ პარალელურად იხმარება: 1. ე. წ. "დიმოტიკი" ანუ "ომილუმენი" ("სახალხო ენა"), 2. არქაული ტრადიციების დამცველი ოფიციალური ენა, ე. წ. "კათარევსა" ("წმინდა ენა") და 3. ადგილობრივი დიალექტები და კილოკავები. გარდა ამისა, არსებობს ე. წ. "მიქთი" - "ნარევი ენა". თანამედროვე ბერძნულ ენაზე საბერძნეთისა და კვიპროსის რესპუბლიკის მოსახლეობის გარდა ლაპარაკობენ თურქეთში (სტამბოლში), რუმინეთში, ეგვიპტეში (ალექსანდრიაში), სამხრეთ იტალიაში, სსრკ-სა და სხვა ქვეყნებში დასახლებული ბერძნები, სულ 9 მლნ-ზე მეტი კაცი.
ბერძნული სამყაროს და მთელი კაცობრიობისათვის რევოლუციურ მოვლენას წარმოადგენდა მათ მიერ ფონეტიკური დამწერლობის შექმნა.გეომეტრიულ ეპოქაში,ალბათ ძვ.წ.აღ.მე-10 ან მე-9საუკუნეებში ბერძნები ახდენდნენ არსებით რეორგანიზაციას ფინიკურ კონსონანტურ დამწერლობაში,სადაც ასოებით მხოლოდ ტანხმოვნები გადმოიცემოდა,ხოლო ხმოვნებისათვის არ იყო ნიშნები.ძვ.წ.არ. მე-8 საუკუნის ბერძნული წარწერები გვიჩვენებს,რომ ამ პერიოდში დამწერლობა მასობრივად გამოიყენებოდა კერამიკულ პროდუქციაზე. გეომეტრიულ ეპოქაში რელიგიური ცხოვრების სფეროსიც გარკვეული სისტემატიზაცია ჩნდება.რელიგიურ წარმოდგენათა ფორმირების პირველ საფეხურზე ხდება ბუნების ძალათა გამერთება.რელიგიური ცენტრების ფუნქციები თანდათანობით ფართოვდება და ისინი ნელ-ნელა მიკენური ეპოქის მეფეთასასახლეების მსგავსად ცალკეული დასახლებების ,ხოლო ზოგიერთი მათგანი კი მთელი რეგიონიების მოსახლეობის გამაერტაინებელი ხდებოდნენ.თუმცა გეომეტრიული რენესანსის ეპოქაში ტველაზე მნიშვნელოვანი მაინც მისი ხელოვნების და ლიტერატურის სიმაღლეა,რომელიც გაანცვიფრებას იწვევს.ასე რომ,პროტოგეომეტრიულ ეპოქაში დაწყებულმა პროცესებმა მიგვიყვანა მე-9 - მე-8 საუკუნეებში გეომეტრიული სტილის ბრწყინვალე ხელოვნების შექმნამდე. გეომეტრიულმა სულმა საკმაოდ საინტერესო გამოხატულება ჰპოვა ამ ეპოქის სკულპტურაშიც.ამ სფეროს უდიდესი წარმომადგენელია ფიდიასი.ის ძველი საბერძნეთის და საერთოდ მთელი კაცობრიობის შეუფასებელი ხელოვანია,ხელოვანი რომელმაც დროს გაუსწრო.ამ დროისათვის ასევე მოწოდების სიმაღლეზეა ლირიკ,იქმნება მრავალი შედევრი.მათ შორის განსაკუტთრებით აღსანიშნავია ჰომეროსი და მისი ნაშრომები.

ლირიკა

ჰომეროსი
http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9c/Homer_Epimedes_Pio-Clementino_Inv315.jpg/250px-Homer_Epimedes_Pio-Clementino_Inv315.jpg

(ბერძ.: Ὅμηρος Hómēros) -- ლეგენდარული ბერძენი პოეტი, რომელსაც მიაკუთვნებენ ილიადისა (Ἰλιάς) და ოდისეის (Ὀδύσσεια) შექმნას. ერთ დროს ჰომეროსს მიაკუთვნებდნენ მთელ ეპიკურ ციკლს, რომელშიც შედიოდა პოემები ტროას ომზე და ასევე თებეური პოემები ოიდიპოსსა და მის ვაჟებზე. მასვე მიაკუთვნებდნენ ჰომერიკულ ჰიმნთა ტომებს, კომიკურ მინი-ეპოსს ბატრახომიომახია (Βατραχομυομαχία, ბაყაყისა და თაგვის ომი) და მარგიტებს, თუმცა ამჟამად ამ მტკიცებას ეჭვქვეშ აყენებენ.
გადმოცემის თანახმად ჰომეროსი ბრმა იყო. დაბადების ადგილად რამდენიმე იონიის ქალაქს მიიჩნევენ, (საბერძნეთის შვიდი ქალაქი ეცილებოდა ერთმანეთს ჰომეროსის სამშობლოს საპატიო ტიტულს), თუმცა სხვაგვარად მისი ბიოგრაფიული მონაცემები თითქმის არ არსებობს. ზოგიერთი მკვლევარი ეჭვობს, რომ ჰომეროსი შესაძლოა ნამდვილი ადამიანი არ ყოფილიყო და რომ ეს სახელი შესაძლოა რამდენიმე ზეპირი პოეტისთვის მიეკუთვნებინათ, ტრადიციული ეპოსის გადმოცემისთვის. ასევე საკამათოა ილიადისა და ოდისეის ერთ პიროვნებაზე მიკუთვნება. სხვა ზემოთ აღნიშნულ პოემებს კი უფრო გვიანდელ პერიოდს მიაწერენ.თუმცა სწორედ მის პოემებზე იზრდებოდნენ მთელი თობები,შეიძლება ითქვას,რომ ,,ჰომეროსის მოდელის" მიხედვიტ წარიმართა მრავალი თვალსაზრისით ბერძნული ცივილიზაციის განვითარება.ჰომეროსის პოემები შეიქმნა ძვ.წ.აღ. მერვე საუკუნეში და ისისნი იწყებენ ახალ კლასიკურ ბერძნულ ლიტერატურას,მაგრამ ამასთანავე ასრულებენ არანაკლებ ბრწყინვალე ეგეოსური ცივილიზაციების მრავალსაუკუნოვანი განვითარების გზას.მისი პოემების ყველაზე დიდი ღირსება ისაა,რომ წარმოადგენენ ნაციონალურ ეპოსს,ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით.ჰომეროსმა საუკკეთესოდ დაიჭირა და განაზოგადა ელინური სულისათვის დამახასიათებელი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი-სწრაფვა ნებისმიერ აგონში-ფიზიკურსათუ სულიერში-გამარჯვების მოპოვებისკენ და ლტოლვა უცნობის ხილვისა და ეცნობისაკან.მისი გმირები გადაიქცნენ შემდეგ თაობებში მისაბაძ მაგალითად.ამასტანავე,აღსანიშნავია,რომ მ დროს საქმე გვაქვს პოეტურ ხერხთა დიდ სიუხვესთან.ამ მხრივ,ჰომეროსის ეპოსი მრთლაც ამოუწურავი ოკეანეა.

მმართველობის სხვადასხვა ტიპები

ამ დროს იზრდება მონური შრომის წილი წარმოებაში.მოსახლეობის ღარიბი ნაწილის დასაქმება და უზრუნველყოფა ძნელი ხდებოდა და გზა ხსნისა საწარმოო ძალატა განვითარებაში აღმოჩნდა.ამან ხელი შეუწყო საწარმოების ჩამოყალიბებას.ჩვ.წ.აღ. მე-7 საუკუნიდან ჩნდებიან ბერძნული კულტურის ისტორიაში სახელები,რომელთა რეალური საქმეებიც ჩვენთვის ცნობილია და ისტორიის ფარდის უკან არარ არიან ამოფარებულმნი.ამ მოვლენამ თავდაპირველად ტავი იჩინა პოლისების პოლიტიკურ ცხოვრებაში,ვინაიდან სწორედ ეს პირები წარმართავდნენ ამ პოლისების ცხოვრებას.არქაული პერიოდის საბერძნეთის ქალაქებისათვის დამახასიათებელი შეიქნა ბრძოლები სოციალური სამართლიანობის დამყარებისკენ.ტუმცა რადგანაც სამართლიანობა უველა ფენას სახვადასხვაგვარად ესმოდა ,ეს წარმოშობდა პოლიტიკურ ანტაგონიზმს.ამ პროცესის მთავარი წარმართველები კი ეს პირები იყვნენ.ყოველივე ამის გამო აუცილებელი გახდა ძალაუფლების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა.ცამოყალიბდა პოლიტიკური ძალაუფლების ოთხი ტიპი.ესენია:
ა)ძალაუფლება ეკუთვნის ერთ პიროვნებას,რომელიც შეუზღუდავად განაგებს სახელმწიფოს.ეს მონარქიაა.
ბ)ძალაუფლება არის გვარით,წარმომავლობით რჩეულთა ხელში,რომლებიც საზოგადოების მცირე ნაწილს წარმოადგენენ.ეს მმარტველობა არისტოკრატიაა.
გ)მმართველობის სადავეები არის მცირეთა ხელში,რომლებიც თავიანთი მდგომარეობის მიხედვით გამოირჩევიან.ეს ოლიგარქიაა.
დ)მმართველობა არის დემოსის ანუ ხალხის ხელთ,რასაც დემოკრატიას უწოდებენ.
მმართველობის ზემოტ მოცემულ ტიპებად დაყოფა დღესაც აქტუალურია და ბერძნების დიდ მონაპოვრად უნდა მივიჩნიოთ.
ამ პერიოდშივე ვითარდება ქალაქური ცხოვრება,რამაც გამოიყვანა მოქალაქეთა ახალი ფენა.ამავდროულად,ხშირმა სოციალურმა დაპირისპირებებმა პოლისსი აუცილებელი გახადა სპეციალური,ფიქსირებული კანონების შემოღება.ამისათვის დიდგვაროვანთა ჯგუფში ირჩეოდა კაცი,ინც კანონმდებლის როლს შეასრულებდა.ეს ფაქტი იმით არის მნიშვნელოვანი,რომ სწორედ აქედან იღებს სატავეს თანამედროვე ევროპული კანონმდებლობა.
ამ პერიოდშივე ვითარდება ქალაქური ცხოვრება,რამაც გამოიყვანა მოქალაქეტა ახალი ფენა.ამავდროულად,ხშირმა სოციალურმა დაპირისპირებებმა პოლისსი აუცილებელი გახადა სპეციალური,ფიქსირებული კანონების შემოღება.ამისატვის დიდგვაროვანტა ჯგუფში ირჩეოდა კაცი,ინც კანონმდებლის როლს შეასრულებდა.ეს ფაქტი იმით არის მნიშვნელოვანი,რომ სწორედ აქედან იღებს სატავეს თანამედროვე ევროპული კანონმდებლობა.

სოლონი და მისი დამსახურება

როდესაც საბერძნეთზე ვსაუბრობთ,არ შეიძლება არ ავღნიშნოთ დიდი სახელმწიფო მოღვაწე სოლონი.სოლონი ძვ.წ.638 - 558) გამოჩენილი ათენელი პოეტი, მხედართმთავარი, რეფორმატორი და კანონმდებელი იყო. დემოკრატიას პირველად ფუძე მან ჩაუყარა. მან დაწერა კანონები, რომლებიც აწყობდა ხალხის დაბალ ფენას ანუ დემოსს. სოლონს თვლიდნენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე ბრძენ ადამიანს.
  • სოლონმა აკრძალა ბერძნის მიერ ვლში მყოფი ბერძნის მონად გაყიდვა და ყველა მონად გაყიდული ბერძენი სამშობლოში დააბრუნა.
  • სოლონმა გააუქმა კანონი, რომლის მიხედვითაც, ღარიბი მოქალაქე შეიძლებოდა მონად გაყიდულიყო
  • სოლონმა გააუქმა მძიმე დასჯები მცირე დანაშაულების დროს. სიკვდილით დასჯა კი მხოლოდ ძალიან მძიმე დანაშაულის დროს ხდებოდა.
  • სახალხო კრებაზე, სოლონის რჩევით, დამტკიცდა წესი, რომ ყველა ათენელს შეეძლო სამართლის ძიება.
  • სოლონმა დააწესა, რომ როდესაც შინაური მღელვარება იქნებოდა და ათენელი, რომელიც არც ერთ მხარეს არ მიემხრობოდა, ჩამოერთმებოდა მოქალაქის უფლება.
  • სოლონის წესის მიხედვთ, ყველა მშობელი ვალდებული იყო შვილისათვის რაიმე ხელობა ესწავლებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილს შეეძლო უარი ეთქვა მამის რჩენაზე.

სოლონის დახარისხების წესი

სოლონმა მოქალაქეების დახარისხება დაიწყო არა მათი წარმოშობის მიხედვით, არამედ მათი ქონების მიხედვით (timokratia) და დაყო ოთხ ჯგუფად:
  • I - მსხვილი მონათმფლობელები, მსხვილი ვაჭრები - მათი უფლებები : მაღალი თანამდებობა - მათი მოვალეობები: მაღალი სახელმწიფო გადასახადები
  • II - შეძლებული გლეხობა და ვაჭრები - მათი უფლებები: საშუალო თანამდებობა - მათი მოვალეობები: ცხენოსანი ჯარისკაცი
  • III - ღარიბი გლეხობა, ხელოსნები და მეთევზეები - მათი უფლებები: სახალხო კრებაში მონაწილეობა - მათი მოვალეობები: ფეხოსანი ჯარისკაცი
    • IV - დაქირავებული მუშები - უუფლებოები - მოვალეობები: მეზღვაურები და მსუბუქად აღჭურვილი ჯარისკაცცები.



ფილოსოფია

ასე რომ,არქაიკის ძირითადი დამსახურება პიროვნების ისტორიულ ასპარეზზეა გამოყვანა იყო,ხოლო ამ პიროვნებების ის,რომ მათ ელადა ახალი გზით წაიყვანეს.არქაიკას ხანდახან ლირიკულ წლებსაც უწოდებენ,რადგანს წორედ ჩვ.წ.აღ.მე-7 მე-6 საუკუნებები ლირიკის,როგორც ლიტერატურული ჟანრის ჩამოყალიბებით აღინიშნა.ამ დროს ელინებმა განსაკუთრებულ სიმაღლეს მიაღწიეს არქიტექტურაში,სკულპტურაში,კერამიკულ ხელოვნებაში.განსაკუთრებით აღსანისნავია ადრინდელ-არქაული მონუმენტური ქანდაკება,კერამიკული ნაწარმი,რომლებიც ხელოვნების უკვდავი ნიმუშებია.
ამავე დროს სათავეს ირღებს ანალიტიკურ-კრიტიკული აზროვნება,რამაც ფილოსოფიის განვითარებაში ჰპოვა გამოხატულება.ფილოსოფია,ანუ სიბრძნის სიყვარული.ბერძნები სახელგანთქმულნი არიან ფილოსოფაიში და ამ მხრივ განსაკუტრებით აღსანისნავია პლატონი,არისტოტელე,სოკრატე,თალესი,სოლონი და მრავალი სხვა მოაზროვნე,რომელთაც ფილოსოფიას ჩაუყარეს საფუძველი და ძალზე დიდი შრომა გასწიეს ამ სფეროსში.
მათი აქ მოყვანა და განხილვა აუცილებელი,რადგან სწორედ მათ იქონიეს უდიდესი გავლენა არა მარტო ბერძნული კულტურის განვითრებაში,არამედ მსოფლიო ცივილიზაციის წინსვლაშიც.მათი წვლილი და შრომა განუყოფელი ძველბერძნული ცივილიზაციისაგან.ერთ-ერთი ამ გენიათაგანი არის სოკრატე.ფილოსოფიის მამამთავარი.
The image “http://www.doc.gold.ac.uk/seminars/AISB08/Philosophy.jpg” cannot be displayed, because it contains errors.


სოკრატე



      • სოკრატე (ბერძნ. Σωκράτης) (დ.4 ივნისი, ზვ.წ 470 ― გ. 7 მაისი,ძვ.წ.399) — ბერძენი (ათენის) ფილოსოფოსი.
      • სოკრატეს დახასიათება ისტორიული გაურკვევლობის ნათელი ილუსტრაციაა. თუ სოკრატეს ოდესმე ერთი სიტყვა მაინც დაუწერია,ჩვენამდე მას არ მოუღწევია. მაშასადამე, სოკრატეზე თანამედროვე წარმოდგენა მთლიანად ისეთ მეორად წყაროებს ეყრდნობა, როგორიცაა პლატონის,არისტოტელეს, არისტოფანეს და ქსენოფონტის ნაშრომები. არისტოფანე ცნობილი იყო, როგორც სატირიკოსი, და ამგვარად სოკრატეს მისეული დახასიათება გაზვიადებული, გადაჭარბებული ან სრულიად ფალსიფიცირებული შეიძლება იყოს.
ნაწილობრივი მინიშნებები ასევე არსებობს სოკრატეს თანამედროვეთაგან.ჯანანტონი,მის მონუმენტურ ნაშრომში „სოკრატე და სოკრატესეული რელიქვიები“ („Socratis et Socraticorum Reliquiae“) აგროვებს სოკრატეზე არსებული ყველა დოკუმენტის ფრაგმენტსაც კი. ის იშველიებს მწერლებს ესქინეს სოკრატიკუსს, ანტისთენეს,და სხვა დანარჩენებს რომლებიც პირადად იცნობდნენ სოკრატეს. პლატონი, ბერძნული ტრადიციებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, საკუთარ იდეებს, თეორიებსა და შესაძლოა პიროვნულ თვისებებსაც კი თავის მენტორს მიაწერდა. ასეთი მიდგომიდან გამომდინარე პრობლემების გამო, ინფორმაცია სოკრატეზე უნდა მივიჩნიოთ, როგორც სავარაუდო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, როგორც სარწმუნო.
ანტიკურ წყაროებზე დაყრდნობით, სოკრატეს მამა, სოფრონისკუსი, მოქანდაკე იყო, დედას ფენარეტი ერქვა. ჰყავდა მეუღლე, ისგანაც სქსანთიპეს სამი ვაჟი ეყოლა. იმ დროის არსებული კულტურული რეალიების გათვალისწინებით ქსანთიპე კაპას, მძიმე ხასიათის მქონე ქალად მოიაზრებოდა. სოკრატე თავადაც აღნიშნავდა, რომ ქსანთიპესთან თანაცხოვრების წყალობით ის ნებისმიერი ხასიათის ადამიანთან შეძლებდა შეგუებას, ადარებს რა ამ თვისებას ველური ცხენების გამხედნის მოთმინებას. ამავე წყაროებიდან გამომდინარე, სოკრატეს შეხება ჰქონია სამხედრო მოქმედებებთან პოტიდეასთან, დელიუმსა და ამფიპოლისის ბრძოლებში. ერთგან მას დაჭრილი მეგობარი ალკიპიადე სიკვდილს გადაურჩენია. თუმცა სოკრატეს საბრძოლო მამაცობისთვის მინიჭებულ ჯილდოებსა და წოდებებზე უარი განუცხადებია, გამოუვლენია ხასიათის სიმტკიცე, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ მას ზამთარში ფეხშიშველს და ლაბადის გარეშე უვლია.
უცნობია, თუ რით ირჩენდა თავს სოკრატე ცხოვრებაში. ის არ მუშაობდა; ქსენოფონტის „ნადიმში“ სოკრატე ხაზგასმით აცხადებს, რომ იგი საკუთარ ბედს ფილოსოფიას უკავშირებს, და, რომ მისი აზრით, ფილოსოფია უმნიშვნელოვანესი ხელოვნება ან პროფესიაა. ძნელად სავარაუდოა, რომ მას ოჯახისგან რაიმე ქონება დარჩენოდა, ვინაიდან მამამისი ღარიბი მოქანდაკე-ხელოსანი იყო. პლატონის ჩანაწერებით, სოკრატე სწავლებისთვის ფულს არ იღებდა; თუმცა, ქსენოფონტის „ნადიმში“ ასევე ნახსენებია, რომ სოკრატეს მოსწავლეებისგან გასამრჯელო მიუღია, ხოლო არისტოფანე აღნისნავს , რომ სოკრატეს სოფისტიკის საკუთარი სკოლა ჰქონდა. ასევე შესაძლოა, რომ სოკრატე მისი მოწყალე, გავლენიანი და მდიდარი მეგობრების ხარჯზე არსებობდა.
სოკრატეს ცხოვრება მოუწია ათენის პოლისის განვითარების უმაღლესი მწვერვალიდან დაღმასვლამდე გარდამავალ პერიოდში, სპარტანელთა და მათ მოკავშირეთა მიერ პელოპონისის ომში ათენელთა დამარცხების შემდგომ. ამ პერიოდში, როცა ათენი ცდილობდა სამარცხვინო დამარცხების შემდგომ ძალების აღდგენას, ათენის არეოპაგს სამმა წამყვანმა სახალხო ფიგურამ მიმართა, რათა სოკრატე ურწმუნოებისა და ათენის ახალგაზრდობის ღმერთთა მოძულე იდეებით გარყვნისთვის გაესამართლებინათ. ძველი ბერძნების წარმოდგენით თითოეულ პოლისს ჰყავდა მფარველი ღვთაება. საყოველთაოდ მიჩნეულ იქნა, რომ ათენის პელოპონესის ომში დამარცხებით ათენა, ათენის მფარველი ქალღმერთი, მის მოქალაქეებს ურწმუნოებისთვის სჯიდა. სოკრატეს მსოფლხედველობა ღმერთთა განკითხვად მიიჩნეოდა, და არსებული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე ეს არასასურველი იყო. მოქალაქეთა აზრით ათენს არ სჭირდებოდა ათენასგან უფრო დიდი სასჯელი ერთი ადამიანი გამო, რომელიც მისა თუ სხვა ღმერთების განკითხვას ბედავდა. თუმცა პლატონის აპოლოგიაში სოკრატე დაჟინებით უარყობს ამგვარ ბრალდებას. სასამართლო პროცესზე სოკრატე წაყენებული ბრალდებებით დამნაშავედ სცნეს და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.
აღსანიშნავია, რომ ციხეში ყოფნისას სოკრატეს გაქცევის ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, ვინაიდან მის თანამოაზრეებს მცველების მოქრთამვა შეეძლოთ. გაქცევისას სოკრატეს ადვილად შეეძლო სხვა ქალაქისთვის შეეფარებინა თავი. თუმცა, კრიტოსთან დიალოგში, სოკრატე ხელმძღვანელობს რა კანონის უზენაესობის იდეით, ამბობს რომ მისი ციხიდან გაქცევის შემთხვევაში იგი შექმნის კანონის დარღვევის პრეცედენტს, რომლითაც შეეძლებათ ხელმძღვანელობა პოლისის სხვა მოქალაქეებს. ციხიდან გაუქცევლობით სოკრატემ დაიცვა და თვალნათლივ აჩვენა ყველას კანონის უზენაესობის იდეა.
პლატონის აპოლოაგიაში მოყვანილ სოკრატეს დაცვის სიტყვაში, სოკრატეს მიერ ათენელთა თავის მობეზრება იმით დაიწყო, როცა მისმა მეგობარმა ხერფონმა დელფოს სამისნოს ორაკულს ჰკითხა თუ სოკრატეზე ჭკვიანი ვინმე არსებობდა; რაზეც ორაკულმა უარყოფითი პასუხი გასცა. სოკრატეს აზრით ორაკულის სიტყვები ორაზროვანი იყო და ოკრატეზე უფრო ჭკვიანი ადამიანის პოვნას ისახავდა მიზნად. ათენის მოქალაქეებს იგი ცხოვრების ავ-კარგიანობაზე მათი ცოდნის შესახებ ეკითხებოდა. აღმოაჩინა რა, რომ საპირისპიროს რწმენის მიუხედავად მათ არაფერი იცოდნენ, სოკრატემ დაასკვნა, რომ ის სხვებზე უფრო ჭკვიანი მხოლოდ იმიტომ იყო, რომ საკუთარი უმეცრება გათვითცნობიერებული ჰქონდა. სხვათა წარმოდგენა საკუთარ ცოდნაზე კი მცდარი იყო

პლატონი

https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEh5TpE3axGSa6WfCwBbvq7QDDcK4JHB0NouA6sLNJMM2aEDKHyPQcdEHi-oCsf7XRAMuAm67T6vb-sK_qV7TJlc2bxHsgZCwkpWRBYdM3-P73thq37YUhS3ayszNzwsvSExeduaP74AOVZp/s570/PLATO.bmp კიდევ ერთი უდიდესი მოაზრვნე და ფილოსოფოსი,პლატონი (ბერძ: Πλάτων Plátōn) (დაახ. 21 მაისი ?, ძვ.წ427– 347) -- ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს მოსწავლე, არისტოტელეს მასწავლებელი.პლატონი ინტენსიურად ასწავლიდა აკადემიაში და ასევე დაწერილი აქვს ნაშრომები მრავალ ფილოსოფიურ თემაზე, რომელთაგან უმთავრესი მისი დიალოგებია, თუმცა ასევე შემორჩენილია რამდენიმე ეპიგრამა და წერილები. მიჩნეულია, რომ პლატონის დიალოგები თითქმის სრულიად არის შემორჩენილი ორიგინალში. თუმცა, ზოგიერთი დიალოგი, რომელსაც ბერძნები პლატონს მიაწერდნენ ამჟამად მიიჩნევა, რომ უფრო ადრინდელი წარმოშობის უნდა იყოს (მაგ. პირველი ალკიბიადე, კლიტოფონი) ან კიდევ ფალსიფიცირებული (მაგ. დემოდოკუსი, მეორე ალკიბიადე).
სოკრატესგან განსხვავებით პლატონი საკუთარ ფილოსოფიურ შეხედულებებს წერილობითი ფორმით ქმნიდა და, შესაბამისად, შთამომავლობას დიდი რაოდენობით ხელნაწერი დაუტოვა. პლატონის წერილებში ასახულია კამათი მმართველობის შესაძლო საუკეთესო ფორმებზე, იხილავს რა არისტოკრატიას, დემოკრატიას, მონარქიას, ოლიგარქიას და ა.შ. ცენტრალური თემა მის ნაშრომებში უკავია კონფლიქტს ბუნებასა და საყოველთაოდ მიღებული შეხედულებებს შორის, მემკვიდრეობაზე, ადამიანური გონებისა და ხასიათის გარემოზე (დიდი ხნით ადრე თანამედროვე "ბუნება აღზრდის პირისპირ" დებატების დაწყებამდე, ტომას ჰობსისა და ჯონ ლოკის დროს დროს), განსხვავება ცოდნასა და ჭეშმარიტ რწმენას შორის. ამ პრობლემათა დეტალურმა განხილვამ შემდგომში ისეთ იდეათა და არგუმენტთა აღმოცენება გამოიწვია, რომლებიც დღემდე თანამედროვეე ფილოსოფოსთა დავის საგანია. მის თანამედროვე მოაზროვნეთაგან განსხავევებით პლატონი ამტკიცებდა, რომ ძირითადი განსხვავება ცოდნასა და ჭეშმარით რწმენას შორის იყო მათი განხილვის საგანთა ბუნება: ცოდნა იყო უკვდავი სინამდვილე, მაშინ როცა ჭეშმარიტი რწმენა იყო ეფემერული, დამოკიდებული სინამდვილე.
პლატონი უმეტესწილად დიალოგების ფორმით წერდა. ადრეულ დიალოგებში რამდენიმე პერსონაჟის დისკუსიაა აღწერილი, სადაც თემის განხილვა ხდება პერსონაჟების მიერ ერთმანეთისთვის დასმული კითხვების სახით. ამ დიალოგების მთავარი მოქმედი პირია სოკრატე. ამით პლატონმა სათქმელის მიტანა მკითხველამდე მოახდინა სადა, ლაღი და მეცნიერული ტერმინოლოგიის დახვავების გარეშე. მათ სოკრატესეულ დიალოგებს უწოდებენ.
დიალოგთა წარმართვის სტილი მნიშვნელოვანწილად შეიცვალა პლატონის ცხოვრების განმავლობაში. დამკვიდრებულია აზრი, რომ პლატონის ადრეული ნამუშევრები სოკრატეს იდეებზეა დამყარებული, მაშინ როცა მისი გვიანდელი შრომები სულ უფრო მეტად ემიჯნება პლატონის ყოფილი მასწავლებლის შეხედულებებს. შუალედურ დიალოგებში სოკრატე ხდება პლატონის საკუთარი ფილოსოფიის მქადაგებელი, ხოლო კითხვა-პასუხის სტილი კი შედარებით ფორმალურ ხასიათს ატარებს: მთავარი ფიგურა განასახიერებს პლატონს, ხოლო მეორეხარისხოვანი პერსონაჟები კი მხოლოდ "ჰო"–ს, "რა თქმა უნდა"–ს ან "ნამდვილად"–ის თქმის ფუნქციას იძენენ. გვიანდელი დიალოგები ტრაქტატის ხასიათისაა, სადაც სოკრატე ხშირად აღარ ფიგურერებს ან ხშირ შემთხვევაში სდუმს. ასევე საყოველთაოდ მიიჩნეულია, რომ ადრეული დიალოგები ეყრდნობა სოკრატეს ნამდვილ დისკუსიებს, ხოლო გვიანდელი დიალოგები მთლიანად პლატონს ეკუთვნის. გაურკვევლობა იმაში, თუ რომელი დიალოგები ეკუთვნის სინამდვილეში სოკრატეს, ცნობილია როგორც "სოკრატეს პრობლემა".
დიალოგის ფარული მიზანსცენა პლატონსა და მკითხველს ფილოსოფიური დისკუსიის დამკვირვებლის როლს ანიჭებს; მკითხველს შემეცნების არა ნაკლებ ორი არჩევანი აქვს: მონაწილეობა მიიღოს დიალოგებში განხილულ საკითხებში, ან უბრალოდ მიჰყვეს მას რათა შეიცნოს ნაშრომში აღწერილ ხასიათთა თვისებები. დიალოგის ფორმატი ასევე საშუალებას აძლევს პლატონს არაპოპულარული მოსაზრებები არასიმპათიურ პერსონაჟთა პირით გამოხატოს, როგორიცაა თრასიმაქუსი "რესპუბლიკა"-ში.

არისტოტელე

The image “http://www.mondo3.it/filosofia/filosofionline/aristotele/01.jpg” cannot be displayed, because it contains errors.
პარისტოტელე, (ბერძნ. Αριστοτέλης), დაბადების ადგილის, სტაგირის მიხედვით ასევე მოიხსენიებენ სტაგირიტის (დ. ძვ.წ. 384,სტაგირა მაკედონია ― გ. ძვ.წ. 322, ქალკიდა),ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსი და მეცნიერი, მეცნიერ-ენციკლოპედისტი.
არისტოტელე, მთელს ცოდნას ყოფდა სამ ნაწილად: თორიულად (ფიზიკა და მეტაფიზიკა), პრაქტიკულად (ეტიკა და პოლიტიკა) და პოეთიკურად (ხელობები).
  • ფიზიკა — მეცნიერება ძალასა და ენერგიას შორის ონტოლოგიური განსხვავების შედეგად წარმოშობილი მოძრაობის შასახებ.
  • მეტაფიზიკა — მეცნიერება ყოფის პირველ-პრინციპების შესახებ ანუ პირველადი ფილოსოფია. პირველ-პრინციპები:
  1. ფორმა — ის, რაც. საგნის არსებითი.
  2. მატერია — ის, რისგანაც. უფორმო მატერია წარმოადგენს არარაობას. მატერიის პირველსახე გამოიხატება ხუთ პირველ ელემენტში: წყალი, მიწა, ჰაერი, ცეცხლი და ეთერი (ციური სუბსტანცია).
  3. საწყისი — ის, საიდანაც. ყველა საწყისის საწყისი არის ღმერთი.
  • ეთიკა — სწავლება, რომლის მიხედვითაც ძირითად სიკეთედ ითვლება ორ უკიდურესობას შორის ზომიერების მიღწევა. მაგალითად, გულუხვობა არის შუალედური უკიდურეს სიძუნწესა და უაზროდ მხარჯველს შორის.
  • პოლიტიკა — სწავლება სახელმწიფოს შესახებ. სახელმწიფო — ერთობა საერთო სიკეთისთვის. სახელმწიფო შედგება და ასევე დაპირისპირებულია ოჯახებით — ერთობა საკუთარი კეთილდღეობისთვის. სახელმწიფო წყობის ოპტიმალურ ფორმად მიიჩნევდა პოლიტიას — სახელმწიფოს, სადაც ძალაუფლება მრავალი მდიდარის ხელშია, რომელთაც შეუძლიათ იყიდონ მძიმე საბრძოლო ტექნიკა.




ამრიგად,ფილოსოფსი წარმოადგენდა მოაზროვნე ადამიანის სრულიად ახალ ტიპსფილოსოფიის განვითარების საერთ კრიტიკულ -რაციონალისტური ტენდენციის გვერდით ჩნდება ახალი მიმართულებაც,რომელსაც მისტიკურ-მეცნიერული შეგვიძლია ვუწოდოთ და რომელიც პითაგორას სახელთანაა დაკავშირებული.

პითაგორა

ამრიგად,ფილოსოფსი წარმოადგენდა მოაზროვნე ადამიანის სრულიად ახალ ტიპსფილოსოფიის განვითარების საერთ კრიტიკულ -რაციონალისტური ტენდენციის გვერდით ჩნდება ახალი მიმართულებაც,რომელსაც მისტიკურ-მეცნიერული შეგვიძლია ვუწოდოთ და რომელიც პითაგორას სახელთანაა დაკავშირებული.
პითაგორა (ძვ.ბერძნ-
Πυθαγόρας ὁ Σάμιος) (*~ძვ. წ. 580 - 500) იყო იონიელი (ბერძენი) მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, მისტიური რელიგიური და სამეცნიერო საზოგადოების სახ. “პითაგორელები” დამფუძნებელი, ყველაზე უკეთ ცნობილია “პითაგორას თეორემით”, რომელიც მის სახელს ატარებს.


,,ვინ არის პითაგორა?" - ამ კითხვაზე ადამიანთა უმრავლესობა პასუხობს, რომ პითაგორა არის ანტიკური ხანის მეცნიერი. მან ჩამოაყალიბა და დაამტკიცა თეორემა, რომელსაც მისი სახელი ეწოდა. ენციკლოპედიაში წერია, რომ, გარდა ამისა, პითაგორას მიეწერება მთელ რიცხვთა თვისებებისა და პროპორციების შესწავლა, თეორემის დამტკიცება და სხვა.
სიტყვა ,,მიეწერება" იმის მანიშნებელია, რომ ჩვენამდე არ არის მოღწეული ზუსტი წერილობითი ცნობები, თუმცა ირიბი დამამტკიცებელი საბუთები მის ავტორობას მიუთითებს.
პითაგორა სამოსელი ისტორიული პიროვნებაა. მაგრამ რომელია მისი აღმოჩენები და რომელი - მისი მოწაფეების, ძნელი დასადგენია.




პითაგორა წარმოშობით არისტოკრატთა წრიდან იყო და შესანიშნავი განათლება მიიღო. მამამისი იყო იუველირი. პითაგორა არ დაკმაყოფილდა მიღებული ცოდნით და გაემგზავრა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ქვეყნებში, ეგვიპტესა და ბაბილონში, რათა სხვა ხალხების სიბრძნესაც გასცნობოდა. არსებობს გადმოცემა, რომ ეგვიპტეში ყოფნისას ქურუმებმა, რომლებიც საიდუმლოდ ინახავდნენ მეცნიერულ და მისტიკურ ცოდნას, პითაგორას გააცნეს თავიანთი წმინდა მეცნიერება. ქურუმთა მეცნიერებას ნაზიარები ნეფიტები ვალდებულნი იყვნენ საიდუმლოდ შეენახათ მიღებული ცოდნა, მაგრამ პითაგორამ დაარღვია ფიცი - მოგვიანებით ჩამოაყალიბა საკუთარი სკოლა და რელიგიური მსოფლმხედველობა.

ბაბილონში შვიდი წლის განმავლობაში სწავლობდა ქალდეველთა მაგების კაბალურ მეცნიერებებს, მისტიკურ მეცნიერებას რიცხვთა შესახებ, მუსიკის კანონებს. ამავე დროს მისი მიღწევები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ცნობები მისი დიდების შესახებ გავრცელდა არა მარტო მთელ ბაბილონში, არამედ კიდეც მის სამშობლოს - კუნძულ სამოსსაც (ეგეოსის ზღვაში) მიწვდა. როდესაც პითაგორა დაბრუნდა კუნძულზე, მას შეხვდნენ როგორც უდიდეს მეცნიერს.
ჩვ.წ.აღ-მდე V ს.-ში საბერძნეთში დაიწყო დემოსის (ხელოსნებისა და მიწის წვრილი მესაკუთრეების) ბრძოლა არისტოკრატიის წინააღმდეგ, რამაც თანდათან გამოიწვია ტირანიის ჩამოყალიბება და გამყარება. კუნძულ სამოსზე დამყარდა პოლიკრატეს ტირანია. პითაგორამ პროტესტის ნიშნად დატოვა კუნძული და გადავიდა სამხრეთ იტალიის მშვენიერ ქალაქ კროტონში. იგი თვლიდა, რომ თავისუფალი ადამიანი დესპოტიზმს არ უნდა დაემორჩილოს.
კროტონში პითაგორამ დააარსა სამეცნიერო სკოლა, რომელიც წააგავდა არისტოკრატთა ფარულ საზოგადოებას, მისი წევრები მკაცრად იცავდნენ გარკვეულ წესებს. ერთერთი ასეთი წესი იყო მიღებული ცოდნის გასაიდუმლოება. ეს პითაგორამ ეგვიპტელი ქურუმებისგან გადაიღო. პითაგორელები იყოფოდნენ მოწაფეებად და მსმენელებად. მსმენელები ვერ ხედავდნენ მასწავლებელს. სამეცადინო ოთახი გაყოფილი იყო ტიხრით ორ ნაწილად, ერთში პითაგორა მეცადინეობდა მოწაფეებთან, მეორეში კი იმყოფებოდნენ მსმენელები.
მრავალრიცხოვანი მოწაფეები და მსმენელები უდიდეს პატივს სცემდნენ თავის მასწავლებელს - პითაგორას ამიტომ, იმ ნამოღვაწარში, რაც პითაგორელებმა დატოვეს, შეუძლებელია გავმიჯნოთ თვით პითაგორას აღმოჩენები მისი მიმდევრების იდეებისგან. (ყველაფერი მას მიეწერებოდა).
ამ სკოლის წევრები არა მარტო მეცნიერებით იყვნენ დაკავებულნი, არამედ ცდილობდნენ, გავლენა მოეხდინათ ქალაქის პოლიტიკურ ცხოვრებაზეც, გარდა ამისა, ეს იყო გარკვეული რელიგიური ორდენი - თავისებური (საიდუმლო) მონაზონთა ორდენი, მაგრამ სხვა სექტებისგან განსხვავებით, პითაგორელები სულის განწმენდისა და ღმერთთან მიახლოების საშუალებად თვლიდნენ მათემატიკას. მათემატიკა იყო მათი რელიგიის ძირითადი ნაწილი და როგორც ქრისტიანობის სიმბოლოა ჯვარი, მუსულმანობის - ნახევარმთვარე, პითაგორელებისთვის მნიშვნელოვანი სიმბოლო იყო პენტაგრამა - წესიერი ხუთკუთხა ვარსკლავი.
არისტოკრატიის წინააღმდეგ დემოსის ბრძოლამ სამხრეთ იტალიასაც მიაღწია. კროტონში ეს ბრძოლა მიმართული იყო პითაგორასა და მისი ორგანიზაციის წინააღმდეგ. დაახლოებით ჩვ.წ.ღ-მდე 510 წელს კავშირი დარბეულ იქნა და პითაგორელები გაიქცნენ. პითაგორამ თავის მოწაფეებთან ერთად თავი შეაფარა ქალაქ ტარენტუს, მაგრამ აქედანაც მოუწიათ წასვლა. ქალაქ მერაპონტში, სადაც დაიღუპა კიდეც.

ბერძნული კულტურის ადგილი მსოფლიო ცივილიზაციაში

ასე რომ,ძველი ბერძნების ცივილიზაცია უმნიშვნელოვანესი იყო ენის,პოლიტიკის,განათლების სისტემის,ფილოსოფიის,მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარების მხრივ.სწორედ ელინებმა შეასრულეს უდიდესი წვლილი კაცობრიობის განვითარებაში და მსოფლიო ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი უმთავრესი როლი უჭირავს.შეგვიძლია ვთქვათ,რომ საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ბერძნული მოდელის მიხედვით ვითარდებოდა.ევროპის არც ერთ ხალხს ასე არ გაუმდიდრებია ევროპული კულტურა, როგორც ძველ ბერძნებს.შედეგად,ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორებმა და რაც მთავარია,თვით ბბერძნული ცივილიზაციის თავისებურებამ მისცა დასაბამი თანამედროვე ევროპული კულტურული,პოლიტიკური,სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების განვითარსებას.
გამოყენებული ლიტერატურა:

k-გორდეზიანი რასიმაგ-,,გმირთა ეპოქიდან არქაიკამდე"
ჟურნალი ,,სარკე”
ჟურნალი ,,გზა”

ინტერნეტ წყაროები
:
www.wikipedia.com
www.ucnauri.com
www.tbilisis-forumi.ge
www.google.com
www.athensowl.5u.com



2 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. Online Casino site 2021 - LuckyClub
    The best online casino with the best welcome bonus · Best mobile casino for your gambling needs · Fast payouts · Payouts fast 카지노사이트luckclub · Slots games · More games available at a safe

    ReplyDelete