Saturday 22 May 2010

კატალონიის ბარსელონა-უფრო მეტი ვიდრე გუნდი

საფეხბურთო კლუბი ბარსელონა, გულშემატკივრებისთვის უბრალოდ „ბარსა“ (მეტსახელები: "blaugrana", "azulgrana", "Dream Team"), რომელიც ესპანეთის ავტონომიური ოლქის - კატალონიის წარმომადგენელი და სიამაყეა,1899 წელს შვეიცარიელმა ჰანს გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. "ბარსა" უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს და მთელს მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. კლუბის დევიზია "Més que un club" (უფრო მეტი ვიდრე კლუბი).

ჰანს გამპერი
ჰანს ჰამპერი დაიბადა 1877 წლის 22 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ვინტერტურში.მოგვიანებით კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში გადაბარგდა და საფეხბურთო კლუბის დაარსება გადაწყვიტა.მოთამაშეების მოსაწვევად მან ადგილობრივ გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა და ცოტა ხანში კლუბის პირველი კრებაც გაიმართა.
ახალი კლუბის პირველ პრეზიდენტად ინგლისელი უოლტერ უაილდი აირჩიეს,რომელიც ამ დიდ თანამდებობას გუნდის კაპიტნობას წარმატებით უთავსებდა .
საკლუბო ფერები შემდეგი პრინციპით შეირჩა : ლურჯ-წითელი შვეიცარიული ”ექსელსიორის” ფერები გახლავთ,რომელშიც თავის დროზე ჰამბერი თამაშობდა,ყვითელ-წითელი კი - კატალონიისა.გერბად ქალაქ ბარსელონას გერბი აირჩიეს,რითაც კლუბის ქალაქისადმი კუთვნილებას ხაზი გაუსვეს.
თავისი პირველი მატჩი ”ბარსელონამ” 1899 წელს 8 დეკემბერს გამართა ინგლისელ ემიგრანტთა გუნდთან ბონანოვას ველოდრომზე და ანგარიშით 0:1 დამარცხდა
1902 წელს ”ბარსამ” პირველი ტიტული კატალონიის პირველობის წინამორბედი მაკაის თასი მოიგო, 1905 და 1909 წლებში კი უკვე კატალონიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
თავდაპირველად ”ბარსელონა” სასტუმრო ”კაზანოვას” მახლობლად მდებარე სტადიონზე თამაშობდა. 1901 წელს La Carretera d'horta -ზე გადაბარგდა, 1905 წლიდან კი El Carrer Muntaner-ზე ასპარეზობდა.1909 წლის 14 მარტს გაიხსნა ”ბარსელონას” პირველი საკუთარი სტადიონი -6 ათას
მაყურებელზე გათვლილი Carrer Industria ორიარუსიანი ტრიბუნითა და იმ დროისათვის უნიკალური განათებით.
1910 წელს გადაწყვიტეს,რომ კლუბის საკუთარი გერბი სჭირდებოდა და კონკურსი გამოაცხადეს. გაიმარჯვა უცნობ დიზაინერთა გუნდის ნამუშევარმა რომელიც დღემდე ”ბარსელონას” ემბლემად რჩება.
იმავე წელს ”ბარსამ” იპრველად მოიგო ესპანეთის თასი,კლუბის თანამშრომელთა რიცხვმა კი რეკორდულ რაოდენობას 560 ადამიანს მიაღწია.

"ბარსელონა" ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის და ბილბაოს ატლეტიკსა და მადრიდის რეალთან ერთად იმ 3 გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც "პრიმერა დივიზიონი" არასოდეს დაუტივებიათ. "ბარსა" გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც და დღეისათვის უკვე 19-გზის ჩემპიონობით, 25 ესპანეთის თასით, 7 ესპანეთის სუპერ თასით, 3 ევროპის ჩემპიონთა თასით, 4 თასების მფლობელთა თასით, 3 უეფას თასითა და 2 ევროპის სუპერ თასით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ესპანეთსა და მთელს ევროპაში.

კლუბის მთავარი არენაა კამპ ნოუ. 2007 წლის ივნისის მონაცემებით, ბარსას ფანების - "სოსიოსების" რაოდენობამ 156 366-ს მიაღწია. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული 1782 ფანკლუბის ოფიციალური წევრები არიან. "ბარსელონას" გულშემატკივრები ცნობილია მეტსახელით "culés" (კულე).

კლუბს ჰყავს სარეზერვო გუნდი "ბარსელონა B" და ასევე გუნდები სპორტის ოთხ სხვა სახეობაში: (კალათბურთი, ხელბურთი, ფუტზალი და როლერ-ჰოკეი). არსებობს სხვა სამოყვარულო გუნდებიც, მათ შორის რაგბიში, ქალთა ფეხბურთსა და სპორტის ბევრ სხვა სახეობაში.

2006-07 სეზონის მონაცემებით "ს.კ. ბარსელონა" მსოფლიოს მესამე უმდიდრესი კლუბი იყო 291.1 მილიონი ევროს შემოსავლით.


ისტორია

1899-1908

1899 წლის 22 ოქტომბერს ჰანს გამპერმა სპორტულ გაზეთში განცხადება განათავსა. მას საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბება სურდა. განცხადებით რამდენიმე ადამიანი დაინტერესდა და იმავე წლის 29 ნოემბერს "ხიმნასიო სოლე"-ში პირველი შეკრება შედგა. შეხვედრას 11 მოთამაშე ესწრებოდა: გუალტერი უაილდი, ლუის დ'ოსო, ბარტომეუ ტერადასი, ოტო კუნცლი, ოტო მაიერი, ენრიკ დუკალი, პერე კაბოტი, ხოსეპ ლობეტი, ჯონ პარსონსი და უილიამ პაროსნსი. შედეგად ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა".

"ბარსა" მალე გახდა კატალონიისა და ესპანეთის წამყვანი კლუბი. თავდაპირველად "ბარსელონა" კატალონიის ჩემპიონატსა და სამეფო თასზე გამოდიოდა. 1901 წელს "ბარსელონამ" პირველი ტიტული "კოპა მაკაი" მოიგო, 1902-ში კი სამეფო თასის ფინალში გავიდა, სადაც "ვისკაისთან" დამარცხდა (1:2).

1908-1923

908 წელს ჰანს (ხუან) გამპერი კლუბის პრეზიდენტად აირჩიეს. გამპერმა გუნდი გაჭირვების პერიოდში ჩაიბარა. "ბარსას" 3 წლის მანძილზე არაფერი აღარ ჰქონდა მოგებული და ფინანსურადაც ცუდ მდგომარეობაში იყო. გამპერი 1908-1925 წლებში 5-ჯერ აირჩიეს პრეზიდენტად და მთლიანად 25 წლის მანძილზე უხელმძღვანელა კლუბს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა "ბარსელონასთვის" სტადიონის შეძენა იყო. 1909 წელს გუნდი "კარერ ინდუსტრიაზე" გადაბარგდა, რომელიც 6 000 მაყურებელს იტევდა. გამპერმა ასევე კლუბის გაფართოვება დაიწყო და 1922 წლისთვის წევრების რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია.

იმავე წელს ბარსა ახალ სტადიონზე "Les Corts"-ზე გადაბარგდა. სტადიონი თავდაპირველად 20 000 მაყურებელს იტევდა, შემდეგ კი ეს რიცხვი 60 000-მდე გაიზარდა.

გამპერმა გუნდში მოიყვანა პაულინო ალკანტარა, რომელიც დღემდე რჩება კლუბის საუკეთესო ბომბარდირად (356 გოლი). 1917 წელს გამპერის მოწვევით "ბარსას" მთავარი მწვრთნელი ინგლისელი ჯეკ გრინველი გახდა, რამაც ბევრ წარმატებას ჩაუყარა საფუძველი. ჰანს გამპერის ხელმძღვანელობის პერიოდში "ბარსელონამ" 11-ჯერ მოიგო კატალონიის ჩემპიონატი, 6-ჯერ ესპანეთის სამეფო თასი და 4-ჯერ "პირენეის თასი". იმ დროისთვის ალკანტარასთან ერთად გუნდში ირიცხებოდნენ: საგიბარბა, რიკარდო ზამორა, ხოსეპ სამიტიერი, ფელიქს სასუმაგა და ფრანც platko.

---------------------------------------
ესპანეთზე ბატონობა და დაობლება
-----------------------------------------
1919-1929 წლები ”ბარსელონას” ისტორიაში ოქროს ხანა გახლდათ.მაშინ კლუბის ღირსებას იცავდნენ ისეთი გამოჩენილი მოთამაშეები,როგორებიც იყვნენ ლეგენდარული მეკარი რიკარდო ზამორა (მოგვიანებით იგი ”რეალში” გადავიდა და ამას დაახლოებით იგივე აჟიოტაჟი როჰყვა როგორიც
სულ რამოდენიმე წლის წინ მოხდენილ ტრანსფერს ლუის ფიგუს რეალში გადასვლას) ალკანტარა ,სამიტიერი და სესემუნაგი.1922 წლის 20 მაისს კლუბის ახალი სტადიონის
Les Corts-ის გახსნის მატჩში ”ბარსელონამ” შოტლანდიური ”სენტ-მიერენი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.სტადიონი თავდაპირველად 30 ათას მაყურებელს იტევდა,მაგრამ გამუდმებული რეკონსტრუქციების შემდეგ მისი ტევადობა
მალე გაორმაგდა.კატალონიის პირველობის კიდევ რამდენჯერმე მოგების შემდეგ,1929 წელს ”ბარსელონამ” თანამედროვე ფორმატებთან მიმსგავსებული პირველ ესპანეთის ჩემპიონატში გაიმარჯვა იმავე წელს გაიმართა მსოფლიოში პირველი ტრანსფერი ურუგვაული მონტევიდეოს ”ნასიონალიდან” კატალონიურ
კლუბში მოფლიოს მომავალი ჩემპიონი ექტორ სკარონე გადავიდა.თუმცა დიდ გამაჯვებებს ”ბარსელონა” ერთობ დიდი სიძნელეების ფონზე აღწევდა. 1925 წელს ერთ-ერთი საშინაო მატჩშიწინ ადგილობრივმა ქომაგებმა ესპანეთის ჰიმნი შესრულებისას სტვენა ატეხეს რის გამოც მთავრობ სტადიონი 6 თვით დაკეტა და
ჰამპერი კლუბის მმართველი დირეკტორის პოსტიდან გადააყენა.მან საყვარელ ”ბარსასთან” განშორება ვერ აიტანა,მძიმედ დაავადმყოფდა და 5 წლის შემდეგ გარდაიცვალა
user posted image

-----------------------------------------
ფრანკოსთან მებრძოლნი
-----------------------------------------
30-იან წლებში პოლიტიკა სპორტში მეტისმეტად ჩაერია და ”ბარსელონას: მძიმე დროები დაუდგა.კლუბი ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა და წარმატებას ვეღარ აღწევდა, თუმცა კატალონიის ჩემპიონატს მაინც იგებდა
1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო.დიკტატორ ფრანკოს ჯარისკაცებმა დახვრიტეს ”ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსებ სინიოლი.ამ პერიოდში გუნდი ჩრდილოამერიკულ
ტურნეში იმყოფებოდა,რომელიც კლუბს ფინანსურად კი წაადგა,მაგრამ მოთამაშეთა ნაკევრის მექსიკასა სა საფრანგეთში ემიგრაციით დასრულდა
1938 წელს,კატალონიის სრული ოკუპაციის შემდეგ პროვინციის სიმბოლო ”ბარსელონა” მთლად შავ დღეში ჩავარდა.1940 წელს კლუბის პრეზიდენტი გგახდა ფრანკოს
რეჟიმის მხურვალე მომხრე ენრიკო პინეირო,რომელმაც ”ბარსას” ემბლემა შეცვალა,რა თქმა უნდა ეს დროებითი მოვლენა იყო
40-იანი წლების დასაწყისში ”ბარსელონამ” თანადათან დაიბრუნა დაკარგული პოზიციები.1942 წელს გუნდმა ესპანეთის თასის გათამაშების ადრეულ ეტაპზე ”ბარსას”
და ”რეაკუს” გზები გადაიკვეთა.
ამ ისტორუილი მატჩის წინ კატალონიელთა გასახდელში შევიდა ესპანეთის სპორტის მინისტრი და ფეხბურთელებს დახვრეტით დაემუქრა,თუ შემდეგ ერაპზე ”რეალი” არ გავიდოდა.
შედეგად,მადრიდელებმა 11:1 გაიმარჯვეს.
1942 წელს ენრიკო პინეირო გადადგა,ორი წლის შემდეგ კი გრანკოს მარწუხებიდან განთავისუფლებულმა ”ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო
1948 და 1949 წლებში კატალონიელებმა ეს წარმატება გაიმეორეს და აშკარა გახდა რომ კლუბი კვლავ ფეხზე დადგა.ამ დროისათვის 50 წლის ”ბარსელონა” კატალონიის 21,ესპანეთის 4 გზის და ესპანეთის თასის 9
გზის ჩემპიონი გახდა
-----------------------------------------
საერთაშორისო აღიარება
-----------------------------------------
1950 წელს ”ბარსელონაში” ლადისლაო კუბალის მოსვლით კლუბის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.შემდეგი სამი წლის განმავლობაში ლურ-ბროწეულისფერებიანმა ორჯერ ესპანეთის ჩემპონატი სამჯერ კი თასი მოიგეს
1953 წლის სეზონის ბოლოს ”ბარსელონამ” არგენტინელი ვარსკვლავის ალფრედო დი სტეფანოსათვის ბრძოლა მადრიდის”რეალ”-თან წააგო,რასაც ქომაგთა უკმაყოფილობა
და კლუბის პრეზიდენტის ენრიკ მარტი კარეტოს გადადგომა მოჰყვა.მისმა მემკვიდრემ ფრანსისკ მირო-სანსმა მთავარ მიზნად ახალი სტადიონის მშენებლობა დაისახა
და აი 1957 წლის 24 სეკტემბერს გაიხსნა ”ბარსას” ამღამინდელი სტადიონი ”კამპ ნოუ” რომელიც თავდაპირველად 90 ათას მაყურებელს იტევდა.მისი გახსნის მათჩძე ”ბარსელონამ” პოლონური ”ლეგია”
ანგარიშით 4:2 დაამარცხა.ხოლო კატალონიელთა პარაგვაელი ლეგიონერი უელოხიო მარტინესი ახალ სტადიონზე პირველი გოლის ავტორი გახდა.მის გარდა მაშინდელი ”ბარსას” ღირსებას იცავდნენ კოჩიში,ციბორი
ევარისტო,კუბალა,სუერისი მწვრთნელი კი ლეგენდარული ელენიო ერერა გახლდათ.
1958 წელს ”ბარსელონამ” თავისი პირველი საერთაშორისო ტურნირი -ბაზრპბათა თასი- მოიგოორი წლის შემდეგ კი ეს წარმატება კიდევ ერთზელ გაიმეორა
60-იანი წლების დასაწყისი კლუბისთვის ერთობ წარუმატებლი აღმოჩნდა.”ბარსამ” 1966 წლამდე ვერც ერთი ტიტულის მოგება ვერ შესძლო.მანამ სანამ ბაზრობათა თასზე
რომელსაც უკვე უეფას თასი ერქვა არ გაიმარჯვა (ესპანურ ფინალში მან სარაგოსა დაამარცხა).

ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ კატალანური ენა და დროშა აიკრძალა და კლუბებსაც აიძულებდნენ არაესპანური სახელები არ გამოეყენებინათ. ამიტომ F.C. Barcelona (რომელიც ინგლისურევნოვანი დასახელება იყო) C. de F. Barcelona-ად გადაკეთდა. კლუბის გერბიდან ამოღებული იქნა კატალონიური დროშაც და ადგილობრივი მოსახლეობა კატალონიურ ენაზე მხოლოდ სტადიონზე თუ საუბრობდა.

1943 წელს "ლეს კორტს"-ზე ესპანეთის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა. განმეორებითი თამაშის წინ, ფეხბურთელებს გასახდელში ფრანკოს ხელისუფლების უშიშროების ორგანოს ხელმძღვანელი დახვრეტით დაემუქრა, რის შედეგადაც "რეალმა' ის მატჩი 11:1 მოიგო.

რთული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად "ბარსა" მაინც აღწევდა წარმატებებს. 1945 წელს კლუბმა კიდევ ერთხელ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, 1929 წლის შემდეგ. ამ გუნდში ხოსეპ სამიტიერის ხელმძღვანელობით თამაშობდნენ: რამალეტსი, სესარი და ველასკო. მათ 1948-49 წლებში კიდევ 2 ტიტული მოიგეს. 1949 წელს "ბარსელონამ" პირველად მოიგო "Copa Latina". 50-იან წლებში კლუბის ყველაზე წარმატებული ხანა დადგა. მწვრთნელის - ფერნანდო დაუჩიკისა და "ბარსას" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის - ლადისლაო კუბალას დახმარებით გუნდმა 1952 წელს 5 სხვადასხვა ტიტული მოიგო. მათ შორის: ესპანეთის ჩემპიონატი, "Copa del Generalisimo", "Copa Latina" და "Copa Eva Duarte". 1953-ში "ბარსამ" კიდევ ერთხელ მოიგო ჩემპიონატი და "Copa del Generalisimo". ეს ტიტული კუბალას გუნდმა 1957-შიც მოიგო, ხოლო 1958-ში "ბაზრობათა თასს" (ახლანდელ უეფას თასს) დაეუფლა.

მწვრთნელის ელენიო ერერას ხელმძღვანელობით, ასევე ახალგაზრდა ლუის სუარესის (1960 წლის საუკეთესო ფეხბურთელი) და კუბალას მიერ მიწვეული 2 უნგრელის (შანდორ კოჩიში და ზოლტან ჩჟიბორი) დახმარებით, "ბარსამ" კიდევ 2-ჯერ შეასრულა დუბლი 1959 და 1960 წლებში. 1961 წელს "ბარსელონა" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევრო ტურნირებში მადრიდის "რეალი" დაამარცხა და ამით ბოლო მოუღო მათ ჰეგემონიას.

1960-იანი წლები არც ისე წარმატებული იყო. 1957 წელს "ნოუ კამპის" მშენებლობა დასრულდა, ამიტომ კლუბს აღარ გააჩნდა საკმარისი სახსრები იმისათვის, რომ შემადგენლობა გაეძლიერებინა. ხოსეპ ფუსტესა და კარლეს რექსაჩის გუნდმა 1966 წელს "ბაზრობათა თასი" მოიგო, 1968-ში კი სიამაყე დაიბრუნა "Copa del Generalisimo"-ს ფინალში "ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალის" 1:0 დამარცხებით. 1974 წელს "ბარსელონამ" დაიბრუნა თავისი სახელი "Football Club Barcelona".


კრუიფი

user posted image

1973 წელს ”ბარსელონაში” ”მფრინავი ჰოლანდიელი” იოჰან კრუიფი მოვიდა რომელიც ”ბარსას” ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა გახდა.
1974 წელს კლუბის 75 წლის იუბილეზე ”ბარსამ” უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში პირველად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი.კრუიფს კი ოქროს ბურთი გადაეცა
1979 წელს კატალონიელებმა თასების თასის ფინალში დიუსელდორფის ”ფორტუნას” სძლიეს .ეს წარმატება ბარსელონამ სამი წლის შემდეგაც გაიმეორა
როცა ფინალში ლიეჟის ”სტანდარტი” დაამარცხა.იმავე 1982 წელს როდესაც ”კამპ ნოუს” იოანე პავლე მეორე ეწვია კლუბის საპატიო წევრი გახდა.გუნდში
კი დიეგო მარადონა ჩაირიცხა.ბარსელონა თასების მფლობელთა თასზე შემდგომ პერიოდშიც წარმატებით ასპარეზობდა.1989 წელს ფინალში გენუის ”სამპდორიას” ძლევით
ლურჯ-ბროწეულისფერებმა თასების თასის მესამედ მოპოვება შეძლეს.1991 წელს კი ამავე ტურნირზე ფინალში ”მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხდნენ.
თავის ისტორიაში ერთადერთი ჩემპიონთა თასი ”ბარსელონამ” 1992 წელს მოიგო.20 მაისს ლეგენდარულ ”უიმბლიზე” გამართული ფინალის 112 წუთზე
როლანდ კუმანის ყუმბარისეული დარტყმის წყალობით კრუფის გუნდმა სვენ იორან ერიქსონის მშვენიერი ”სამპდორია” დაამარცხა იმ დროს ბარსელონას
ღირსებას იცავდნენ:სუბისარეტა,ფერერი,ნანდო,გუარდიოლა,კუმანი, ჰანს კარლოსი,ბაკერო,სალინასი,სტოიჩკოვი,მიქაელ ლაუდრუპი.
იქამდე ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ფინალში ”ბარსელონა” ორჯერ გავიდა მაგრამ 1961 წელს ლისაბონის ”ბენფიიკასთავნ” 2:3 ხოლო 1961 წელს ბუქარესტის
”სტიაუასთან”” დამარცხდა. 1994 წელს ”ბარსამ” ჩემპიონთა ლიგის ფინალში კვლავ მოუწია თამაში მაგრამ ”მილანთან” 0:4 განადგურდა.
საერთოდ 90-იანი წლების პირველი ნახევარი ”ბარსელნას” ისტორიაში აპოგეად შეიძლება ჩაითვალოს და ეს პერიოდი მთლიანად იოჰან კრუფის ხელს უკავშირდება მარტო ის რად ღირს რომ მისი ხელმზღვანელობით
199101994 წლებში”ბარსამ” ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. თანაც 1993 წელს ”კამპ ნოუზე” მადრიდის რეალთან თამაშისას ქვა ქვაზე არ დატოვა
და 5:0 ნოლი გაანადგურა სამეფო გუნდი(რომარიომ ჰეტ-ტრიკი შეასრულა)

image

ხოსე მარი ბაკერო

1978 წელს "ბარსას" პრეზიდენტად ხოსეპ ლუის ნუნიესი აირჩიეს. მისი მთავარის მიზანი მსოფლიოში კლუბის სახელის დამკვიდრება და ფინანსური გაძლიერება იყო. 1979-1982 წლებში "ბარსამ" ორჯერ მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი. 1982 წელს გუნდში სარეკორდო თანხად (8 მილიონი) მოვიდა დიეგო მარადონა. ახალგაზრდა დიეგოს ბარსელონაში კარიერად ვერ აეწყო და მან 2 წლის შემდეგ დატოვა კლუბი. 1984/85 წლებში გუნდის მწვრთნელად ტერი ვენეიბლზი დაინიშნა, რომელმაც გუნდს ჩემპიონატი მოაგებინა და ჩემპიონთა თასის ფინალში გაიყვანა, სადაც ბუქარესტის სტიაუასთან მხოლოდ პენალტების სერიაში წააგო.

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ "ბარსელონაში" ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გარი ლინეკერი ჩამოვიდა. გუნდში მოვიდა მეკარე ანდონი სუბისარეტაც, თუმცა ვენეიბლსის გუნდმა წარმატებას ვერ მიაღწია და 1987 წელს მისი ადგილი ლუის არაგონესმა დაიკავა. ის სეზონი გუნდში ნუნიესის წინააღმდეგ "აჯანყებით" და სამეფო თასის ფინალში "სოსიედადის" 1:0 დამარცხებით გამოირჩა.

ოცნების გუნდი (1988-1996)

image

image

რონალდ კუმანი

1996-2000; 1988 წელს გუნდში იოჰან კრუიფი უკვე მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და შექმნა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, რომელსაც ვარსკვლავური შემადგენლობის გამო "ოცნების გუნდსაც" უწოდებდნენ. იმ პერიოდის "ბარსელონაში" თამაშობდნენ: ხოსეპ გვარდიოლა, ჩიკი ბეგირისტაინი, ხოსე მარი ბაკერო, ანდონი გოეკოეჩეა, გეორგე ჰაჯი, მიქაელ ლაუდრუპი, რონალდ კუმანი, ხრისტო სტოიჩკოვი და რომარიო. ამ გუნდმა ზედიზედ 4-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი 1990-1994 წლებში და ორი ევროტურნირის ფინალში (1989 წელს თასების მფლობელთა თასი და 1992 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი) დაამარცხა იტალიური სამპდორია. "ბარსამ" იმ წლებში ასევე მოიგო ესპანეთის თასი 1990-ში, ევროპის სუპერ თასი 1992-ში და 3 ესპანეთის სუპერ თასი. მოპოვებული 11 ტიტულით კრუიფი დღემდე კლუბის ყველა დროის წარმატებულ მწვრთნელად რჩება. მან ყველაზე მეტ ხანს - 8 წლის მანძილზე უხელმძღვანელა "ბარსას" და ბოლო 2 უტიტულო სეზონის შემდეგ დატოვა გუნდი.

კრუიფის ადგილი ბობი რობსონმა დაიკავა. მისი ცნობილი გამონათქვამია: "კატალონია არის ქვეყანა და ბარსელონა - მისი არმია". რობსონმა გუნდში რონალდო მოიყვანა და თავის ერთადერთ სეზონში ესპანეთის თასი, თასების მფლობელთა თასი და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო. რობსონი ლუის ვანგაალმა შეცვალა. გუნდში მოვიდნენ ლუიშ ფიგუ, ლუის ენრიკე, ჯოვანი და რივალდო. "ბარსამ" 1998/99 წლებში ჩემპიონატი და თასი მოიგო. 1999 წელს, კლუბს 100 წლის იუბილეზე "ბარსელონა" კიდევ ერთხელ გახდა ჩემპიონი, მაგრამ ევროპულ ტურნირებში წარუმატებლობების გამო 2000 წელს გუნდო დატოვეს პრეზიდენტმა ნუნიესმა და ლუის ვან გაალმა.

აწმყო


ლაპორტას ხანის დასაწყისი , რაიკარდის ბარსელონა

user posted image

ჟოან გასპარის მმართველობის უსახელო პერიოდის შემდეგ კლუბის სათავეში ახალგაზრდა ადამიანთა ჯგუფი მოვიდა, რომელმაც "ბარსას" ძველი დიდება დაუბრუნა. ახალგაზრდა და უკვე საკმაოდ ცნობილი იურისტი ჟოან ლაპორტა, თავის მეგობრებთან - სანდრო როსელთან და ბარსელონას ყოფილ ფეხბურთელ ჩიკი ბეგირისტაინთან ერთად 2003 წლის არჩევნების გამარჯვებული გახდა. მათთან ერთად გუნდში მოვიდა ახალგაზრდა მწვრთნელი, 80-90 წლების ჰოლანდიელი ვარსკვლავი ფრანკ რაიკარდი და ახალგაზრდა ფეხბურთელები - რონალდინიო, ეტო'ო და დეკო. გუნდში ჩაირიცხნენ გამოცდილი მოთამაშეებიც - ჰენრიკ ლარსონი, ლუდოვიკ ჟიული, რაფაელ მარკესი, ჟულიანო ბელეტი და სილვინიო. ახალწვეულებთან ერთად ბარსელონაში უკვე იყვნენ კლუბის აღზრდილი მაღალი კლასის ფეხბურთელეები - კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, ვიქტორ ვალდესი და ამ ფეხბურთელების ერთ გუნდში თავმოყრა ბარსას მომავალი წარმატებების საწინდარი გახდა.
ოდნავ მძიმე დასაწყისის შემდეგ, ფრანკ რაიკარმა გუნდისგან მებრძოლი კოლექტივი ჩამოაყალიბა და 2003/04 წლების სეზონი ჩემპიონატში მე-2 ადგილზე დაასრულა, ხოლო ტურნირის მეორე წრეში კი სულაც საუკეთესო შედეგები აჩვენა. დასაწყისში "კამპ ნოუზე" რეალთან 20 წლიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტის შემდეგ, სეზონი "ბერნაბეუზე" ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.
2004/05 წლების სეზონში კი "ბარსა" უკვე უძლეველ გუნდად იქცა. კლუბმა მოიგო იმ სეზონის ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი, ხოლო წამყვანი ფეხბურთელები - რონალდინიო და ეტო'ო FIFA-ს წლის საუკეთესოთა სამეულში მოხვდნენ. იმ სეზონში ჰქონდა გუნდში ოფიციალური დებიუტი მსოფლიო ფეხბურთის მომავალ ვარსკვლავს ლიონელ მესის.
2005/06 სეზონში ბარსელონამ ესპანეთში წინა წლის წარმატებები გაიმეორა. სეზონის კულმინაცია "ბერნაბეუზე" შედგა, სადაც ფრანკ რაიკარდი გახდა ბარსას ისტორიაში პირველი მწვრთნელი, ვინც მადრიდში რეალს ორჯერ მოუგო. რონალდინიოს მეთაურობით ბარსელონამ 0:3 გაიმარჯვა და ბრაზილიელი "ჯადოქარი" კი მადრიდელმა პუბლიკამ სულაც ტაშით დააჯილდოვა. დიდებული სეზონი ბარსამ დიდებულად დაამთავრა. პარიზის ფინალში გამარჯვებით კლუბმა მეორედ მოიგო ევროპის საუკეთესოს ტიტული. ფინალი დრამატულად განვითარდა. მატჩის 75-ე წუთამდა ბარსა თავის თავს არ ჰგავდა, თუმცა ბოლო 15 წუთში ჰენრიკ ლარსონის 2 პასითა და ეტო'ოს და ბელეტის გოლებით ბარსელონამ მაინც გატეხა 10 ფეხბურთელით მოთამაშე ლონდონის "არსენალი", რომელსაც იმ მატჩამდე ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გაშვებული.
2006/07 წლების სეზონიც ბარსელონამ ფავორიტის რანგში დაიწყო, მაგრამ უტიტულოდ დაასრულა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამაში გუნდის "მარკეტინგული მოგზაურობები" დაადანაშაულეს. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებმა, რონალდინიოს სპორტული ფორმის პრობლემებმა თავისი შედეგი მოიტანა. ბარსამ ბოლოს ესპანეთის ჩემპიონატიც კი დათმო, რომელსაც თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერობდა. თუმცა ამ სეზონში სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი მოვლენებიც მოხდა. დაიწყო ლიონელ მესის სვლა ვარსკვლავობისკენ და არგენტინელმა გულშემატკივრებს კლასიკოში შესრულებული ჰეთ-თრიკი და ხეტაფესთან გატანილი ულამაზესი გოლი აჩუქა.
2007/08 სეზონი ფრანკ რაიკარდისთვის უკანასკნელი გამოდგა. მან თავისი თანამემამულე იოჰან კრუიფის მსგავსად ზედიზედ 2 უტიტულო სეზონის შემდეგ დატოვა კლუბი. ჩემპიონატი ბარსამ მხოლოდ მე-3 ადგლზე დაასრულა. ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე კი 1/2 ფინალები ითამაშა, მაგრამ ორივე ტურნირზე მომავალ გამარჯვებულთან დამარცხდა. სეზონის მიწურულს, მადრიდში განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ(4-1), კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა რომ 2008 წლის ივნისიდან ფრანკ რაიკარდს "ბარსა B"-ს მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა შეცვლიდა.

image


image

image

ზეიმი ბარსელონას ქუჩებში 2006 წელი

ეს სეზონი ლაპორტას ხელძღვანელოის პერიოდში საუკეთესო იყო. "ბარსამ" 2005 წლის 19 ნოემბერს "ბერნაბეუზე" "რეალი" დაამარცხა 0:3 და რონალდინიომ საოცარი თამაშისთვის ადგილობრივი პუბლიკის ტაშიც კი დაიმსახურა. ამავე სეზონში "ბარსელონამ" სტუმრად მოუგო "ჩელსის" 1:2 და "მილანს" 0:1. "ბარსა" 17 მაისის პარიზის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც დრამატულ მატჩში არსენალი დაამარცხა 2:1 და კიდევ ერთხელ შეასრულა დუბლი. ქალაქ ბარსელონას ქუჩემში რამდენიმე მილიონი ადამიანი გამოვიდა თავისი გუნდის ტრიუმფის საზეიმოდ.

2006/07 წლების სეზონი არც ისე წარმატებული გამოდგა გუნდისთვის, რასაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. გაუთავებელმა მოგზაურობებმა და წამყვანი ფეხბურთელების მძიმე ტრავმებმა უარყოფითი შედეგი მოიტანა. კატალონიის თასს თუ არ ჩავთვლით გუნდმა სეზონი უტიტულოდდ დაასრულა, რამაც ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროებისაკენ უბიძგა და შედეგად "ბარსელონაში" სეზონის დამთავრებისთანავე 3 კვირის განმავლობაში 4 მსოფლიო კლასის ფეხბურთელი მოვიდა. ტიერი ანრიმ, ერიკ აბიდალმა, იაია ტურემ და გაბრიელ მილიტომ გუნდში არსებული ყველა პრობლემატური პოზიცია გააძლიერეს და 2007/08 წლების სეზონს გულშემატკივარი დიდი იმედებით შეხვდა.

2008/09 მიუხედავად იმისა რომ 2008 წელს საფეხბურთო კლუბ ბარსელონას პრეზიდენტი ლაპორტა ძლივს გადაურჩა გადაყენებას , მან და ბარსელონას აღმასრულებელმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა სარისკო ნაბიჯი გადადგეს და მწვრთნელად ბარსას წარსულში ლეგენდარული ნახევარმცველი , პეპ გუარდიოლა მოიწვიეს . გუარდიოლას სამწვრთნელო გამოცდილებას მხოლოდ და მხოლოდ "ბარსელონა ბს" მწვრთნელობით შემოიფარგლებოდა , ამიტომ ეს ნაბიჯი კრიტიკის საბაბი გახდა . გუარდიოლას მოსვლისთანავე გუნდი დატოვეს ჯანლუკა ძამბროტამ , დეკუმ , ედმილსონმა და რონალდინიომ . ამის შემდეგ ნათელი გახდა რომ ხელმძღვანელობა ახალი ფეხბურთელებით აპირებდა გუნდის გაძლიერებას . დაახლოებით €90 დაიხარჯა სეიდურ კეიტაზე , ხერარდ პიკეზე , მარტინ კასერსზე , დანი ალვეშსა და ალექსანდრ გლებზე . სეზონი ბარსასთვის წარუმატებლად დაიწყო . გუნდი პრიმერა დივიზიონის გახსნით მატჩში ნუმანსიასთან დამარცხდა , შემდეგ კი რასინგის დამარცხებაც ვერ შეძლო . ასეთი სტარტის შემდეგ გუნდს და მის ხელმძღვანელობას კრიტიკა დაატყდა თავზე . მაგრამ გუნდმა მოახერხა ყველა კრიტიკოსი არამხოლოდ გაეჩუმებინა არამედ აღეფრთოვანებინა თავისი შედეგებითა და თამაშის ხარისხით . წლის სავარაუდო ჩავარდნის კანდიდატი გუნდიდან ბარსა მალევე გახდა ყველა ტურნირის მთავარი ფავორიტი . 1998 წლის შემდეგ ბარსელონამ პირველად მიაღწია კოპა დელ რეის ფინალამდე სადაც მოგვიანებით მესტალიაზე ბილბაოს ატლეტიკი დაამარცხა ანგარიშით 4:1 ( მიუხედავად იმისა რომ პირველი გოლი ბილბაოს ფეხბურთელებმა გაიტანეს ) . ესპანეთის ჩემპიონატში ცუდი სტარტის მიუხედავად ბარსამ მალევე დაიმკვიდრა თავი პირველ ადგილზე და ზამთრის შესვენებაზე 12 ქულიანი ფორით გავიდა ( უშუალო კონკურენტის , რეალის დამარცხების შემდეგ ) . მეორე წრის დასაწყისში ბარსამ რამოდენიმე თამაში არც თუ ისე შთამბეჭდავად ჩაატარა და მისცა რეალის გულშემატკივრებს იმის საბაბი რომ ეფიქრათ თითქოს ინტრიგა აღსდგა . მაგრამ ისევ და ისევ რეალთან სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის მოედანზე ჩატარებულ მატჩში ბარსელონამ დაამტკიცა რომ იგი ესპანეთში საუკეთესო იყო და ათიათასობით მაყურებლის თვალწინ , ადგილობრივი გუნდი ანგარიშით 6:2 დაამარცხა . კოპა დელ რეის თასის აღების შემდეგ რამოდენიმე დღეში მადრიდის რეალი ვილიარეათან დამარცხდა . ამ შედეგმა ბარსელონა კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახადა და 2008-2009 წლების სეზონში , მეორე გამარჯვება მოუტანა . მაგრამ ბარსას წინ მესამე და მთავარი გათამაშების ფინალი ელოდა . ჩემპიონთა ლიგაზე ბარსამ ადვილად დაძლია ჯგუფური ეტაპი , შემდეგ არც თუ ისე შთამბეჭდავი პირველი მატჩის მიუხედავად , მეორე თამაშში ლიონის ანგარიშით 5:2ის დამარცხების ხარჯზე გავიდა მეოთხედფინალში , სადაც ბევრისთვის მოულოდნელად ადვილად დაამარცხა მიუნჰენის ბაიერნი . ნახევარფინალში ბარსას მეტოქე ლონდონის ჩელსი იყო . 21 საუკუნის ფეხბურთის კლასიკური დაპირისპირებისგან , ბევრი სანახაობრივ ფეხბურთს ელოდა , მაგრამ ამის ნაცვლად გულშემატკივრებმა პირველ მატჩში ჩელსის მიერ ჩაკეტილი ფეხბურთი იხილეს . მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა და ფინალის საგზურის ბედი სტემფორდ ბრიჯზე უნდა გადაწყვეტილიყო . ჩელსი მალევე დაწინაურდა ესიენის გოლის წყალობით და შემდეგ არაერთხელ ქონდა ანგარიშის გაზრდის საშუალება , მაგრამ ლონდონელებმა თავისი შანსები ვერ გამოიყენეს . ჩელსის დაცვითმა ტაქტიკამ გაამართლა და მთელი მატჩის განმავლობაში ბარსელონამ აზრიანი შეტევის შექმნა ვერ შეძლო. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე აღარც არავინ არ ელოდა ბარსასგან რაიმე სასწაულს . მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ბურთი მიუგორდა ანდრეს ინიესტას რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმა გადაწყვიტა . დარტყმის შედეგი ჩელსის გულშემატკივრებისთვის ტირილის საბაბი გახდა ხოლო ბარსას გულშემატკივრებისთვის უსაზღვრო სიხარულის . დარჩენილ წამებში ჩელსიმ ვერ მოახერხა ანგარიშის შეცვლა და ფინალში ბარსელონა გავიდა . 27 მაისს , სტადიო ოლიმპიკოზე შედგა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალური შეხვედრა , სადაც ბარსელონას მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედი იყო . ისევე როგორც წინა ორ ტურნირში , გადამწყვეტ მატჩში ბარსელონამ თავისი თამაშით ისევ დაანახა ყველას , რომ ის ყველა ამ ტურნირის საუკეთესო გუნდი იყო . ცუდი სტარტის მიუხედავად ბარსამ თავისი პირველივე შეტევის გოლით დასრულება შეძლო , უფრო კონკრეტულად კი ეს სამუელ ეტო'ომ შეძლო ისევ ისე როგორც სულ რამოდენიმე წლის წინ პარიზის ფინალში . ვერც პირველ ტაიმში და ვერც მეორეში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა კრისტიანო რონალდომ და მისმა გუნდმა ვერაფერი ვერ მოუხერხეს ბარსას დაცვას . სამაგიეროდ დაბალმა ლეო მესიმ მანჩესტერისთვის მეორე გოლის თავით გატანა მოახერხა და ამ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა . შედეგად ბარსელონა 2008/2009 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების გამარჯვებული გახდა. ბარსელონას ეს მიღწევა , რომელიც სამი ტურნირის ერთ სეზონში მოგებას წარმოადგენს , ესპანეთის გუნდებისთვის აქამდე მიუღწეველი იყო . საკამათოა , მაგრამ 2008/2009 წლების ბარსელონას გულშემატკივართა დიდი რაოდენობა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდად მიიჩნევს.

გუარდიოლა და Triplete
=================================================

user posted image

მიუხედავად იმისა რომ 2008 წელს საფეხბურთო კლუბ ბარსელონას პრეზიდენტი ლაპორტა ძლივს გადაურჩა გადაყენებას , მან და ბარსელონას აღმასრულებელმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა სარისკო ნაბიჯი გადადგეს და მწვრთნელად ბარსას წარსულში ლეგენდარული ნახევარმცველი , პეპ გუარდიოლა მოიწვიეს . გუარდიოლას სამწვრთნელო გამოცდილებას მხოლოდ და მხოლოდ "ბარსელონა ბს" მწვრთნელობით შემოიფარგლებოდა , ამიტომ ეს ნაბიჯი კრიტიკის საბაბი გახდა . გუარდიოლას მოსვლისთანავე გუნდი დატოვეს ჯანლუკა ძამბროტამ , დეკუმ , ედმილსონმა და რონალდინიომ . ამის შემდეგ ნათელი გახდა რომ ხელმძღვანელობა ახალი ფეხბურთელებით აპირებდა გუნდის გაძლიერებას . დაახლოებით €90 დაიხარჯა სეიდურ კეიტაზე , ხერარდ პიკეზე , მარტინ კასერსზე , დანი ალვეშსა და ალექსანდრ გლებზე .
სეზონი ბარსასთვის წარუმატებლად დაიწყო . გუნდი პრიმერა დივიზიონის გახსნით მატჩში ნუმანსიასთან დამარცხდა , შემდეგ კი რასინგის დამარცხებაც ვერ შეძლო . ასეთი სტარტის შემდეგ გუნდს და მის ხელმძღვანელობას კრიტიკა დაატყდა თავზე . მაგრამ გუნდმა მოახერხა ყველა კრიტიკოსი არამხოლოდ გაეჩუმებინა არამედ აღეფრთოვანებინა თავისი შედეგებითა და თამაშის ხარისხით . წლის სავარაუდო ჩავარდნის კანდიდატი გუნდიდან ბარსა მალევე გახდა ყველა ტურნირის მთავარი ფავორიტი . 1998 წლის შემდეგ ბარსელონამ პირველად მიაღწია კოპა დელ რეის ფინალამდე სადაც მოგვიანებით მესტალიაზე ბილბაოს ატლეტიკი დაამარცხა ანგარიშით 4:1 ( მიუხედავად იმისა რომ პირველი გოლი ბილბაოს ფეხბურთელებმა გაიტანეს ) . ესპანეთის ჩემპიონატში ცუდი სტარტის მიუხედავად ბარსამ მალევე დაიმკვიდრა თავი პირველ ადგილზე და ზამთრის შესვენებაზე 12 ქულიანი ფორით გავიდა ( უშუალო კონკურენტის , რეალის დამარცხების შემდეგ ) . მეორე წრის დასაწყისში ბარსამ რამოდენიმე თამაში არც თუ ისე შთამბეჭდავად ჩაატარა და მისცა რეალის გულშემატკივრებს იმის საბაბი რომ ეფიქრათ თითქოს ინტრიგა აღსდგა . მაგრამ ისევ და ისევ რეალთან სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის მოედანზე ჩატარებულ მატჩში ბარსელონამ დაამტკიცა რომ იგი ესპანეთში საუკეთესო იყო და ათიათასობით მაყურებლის თვალწინ , ადგილობრივი გუნდი ანგარიშით 6:2 დაამარცხა . კოპა დელ რეის თასის აღების შემდეგ რამოდენიმე დღეში მადრიდის რეალი ვილიარეათან დამარცხდა . ამ შედეგმა ბარსელონა კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახადა და 2008-2009 წლების სეზონში , მეორე გამარჯვება მოუტანა . მაგრამ ბარსას წინ მესამე და მთავარი გათამაშების ფინალი ელოდა . ჩემპიონთა ლიგაზე ბარსამ ადვილად დაძლია ჯგუფური ეტაპი , შემდეგ არც თუ ისე შთამბეჭდავი პირველი მატჩის მიუხედავად , მეორე თამაშში ლიონის ანგარიშით 5:2ის დამარცხების ხარჯზე გავიდა მეოთხედფინალში , სადაც ბევრისთვის მოულოდნელად ადვილად დაამარცხა მიუნჰენის ბაიერნი . ნახევარფინალში ბარსას მეტოქე ლონდონის ჩელსი იყო . 21 საუკუნის ფეხბურთის კლასიკური დაპირისპირებისგან , ბევრი სანახაობრივ ფეხბურთს ელოდა , მაგრამ ამის ნაცვლად გულშემატკივრებმა პირველ მატჩში ჩელსის მიერ ჩაკეტილი ფეხბურთი იხილეს . მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა და ფინალის საგზურის ბედი სტემფორდ ბრიჯზე უნდა გადაწყვეტილიყო . ჩელსი მალევე დაწინაურდა ესიენის გოლის წყალობით და შემდეგ არაერთხელ ქონდა ანგარიშის გაზრდის საშუალება , მაგრამ ლონდონელებმა თავისი შანსები ვერ გამოიყენეს . ჩელსის დაცვითმა ტაქტიკამ გაამართლა და მთელი მატჩის განმავლობაში ბარსელონამ აზრიანი შეტევის შექმნა ვერ შეძლო. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე აღარც არავინ არ ელოდა ბარსასგან რაიმე სასწაულს . მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ბურთი მიუგორდა ანდრეს ინიესტას რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმა გადაწყვიტა . დარტყმის შედეგი ჩელსის გულშემატკივრებისთვის ტირილის საბაბი გახდა ხოლო ბარსას გულშემატკივრებისთვის უსაზღვრო სიხარულის . დარჩენილ წამებში ჩელსიმ ვერ მოახერხა ანგარიშის შეცვლა და ფინალში ბარსელონა გავიდა . 27 მაისს , სტადიო ოლიმპიკოზე შედგა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალური შეხვედრა , სადაც ბარსელონას მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედი იყო . ისევე როგორც წინა ორ ტურნირში , გადამწყვეტ მატჩში ბარსელონამ თავისი თამაშით ისევ დაანახა ყველას , რომ ის ყველა ამ ტურნირის საუკეთესო გუნდი იყო . ცუდი სტარტის მიუხედავად ბარსამ თავისი პირველივე შეტევის გოლით დასრულება შეძლო , უფრო კონკრეტულად კი ეს სამუელ ეტო'ომ შეძლო ისევ ისე როგორც სულ რამოდენიმე წლის წინ პარიზის ფინალში . ვერც პირველ ტაიმში და ვერც მეორეში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა კრისტიანო რონალდომ და მისმა გუნდმა ვერაფერი ვერ მოუხერხეს ბარსას დაცვას . სამაგიეროდ დაბალმა ლეო მესიმ მანჩესტერისთვის მეორე გოლის თავით გატანა მოახერხა და ამ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა . შედეგად ბარსელონა 2008/2009 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების გამარჯვებული გახდა.
ბარსელონას ეს მიღწევა , რომელიც სამი ტურნირის ერთ სეზონში მოგებას წარმოადგენს , ესპანეთის გუნდებისთვის აქამდე მიუღწეველი იყო . საკამათოა , მაგრამ 2008/2009 წლების ბარსელონას გულშემატკივართა დიდი რაოდენობა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდად მიიჩნევს .
ეს კი ბარსელონას 2008-2009 წლის სეზონში მოპოვებული თასების მონაგარია.მართლაც შთამბეჭდავიაერთ სეზონში ყველა ტიტული მანამდე არცერთ კლუბს არ მოუგია და ამით ბარსამ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.
user posted image


image

კამო ნოუ

user posted image
1
950 წლის ზაფხულში “ბარსელონაში” ლადისლავ კუბალა გამოჩდა. გარემარბმა, რომელიც გოლის გატანის შესაშური ნიჭით იყო დაჯილდოებული, ესპანურ ფეხბურთში პირველი ადგილი მალევე დაიკავა. ამ დროიდან მოყოლებული, კატალონიური კლუბის პოპულარობა დღითი–დღე იზრდებოდა და არნახულ მასშტაბებს აღწევდა. მიუხედავად რამდენიმე რეკონსტრუქციისა, 1922 წელს აგებული სტადიონი “ლეს კორტსი”, რომელიც 60 ათას ადამიანს იტევდა, გულშემატკივართათვის საკმარისი აღარ იყო. 1950 წლის 19 სექტემბერს კლუბის დირექტორთა საბჭომ “ლეს კორტსთან” ახლოს მიწის ნაკვეთი იყიდა. მაგრამ რამდენიმე თვეში გარიკვა, რომ ამ ადგილზე სტადიონის აშენება ქალაქის სამშენებლო კოდექსით დაუშვებელი იყო.

1953 წლის ნოემბერში “ბარსელონას” პრეზიდენტი ფრანცისკ მირო–სანსი გახდა. თანამდებობაზე მოსვლისთანავე მან განაცხადა, რომ მისი მუშაობის პრიორიტეტი ახალი, თანამედროვე სტადიონის აგება იქნება. ამ ისტორიულ განცხადებას ადგილი 1954 წლის 28 მარტს, 60 ათასი გულშემატკივრის თანდასწრებით ჰქონდა. სტადიონის მშენებლობაზე პირველი ქვის დადება იყო მისი ბარსელონას არქიეპისკოპოსის, გრეგორიო მოდრეგოს მიერ კურთხევა. ამჟამად ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილ “კამპ ნოუს” დაპროექტებაზე კი მუშაობა ხოსეპ სოტერაუს მაურიმ და ფრანცესკ მიტჯანს მირომ (პტეზიდენ მირო–სანსის ნახევარძმა) ლორენცო გარსია ბარბონას მეთაურობით დაიწყეს. ერთი წლის შემდეგ ცნობილიხდება, რომ სტადიონის მშენებლობა 66 მილიონი პესეტა დაჯდება. ასევე ცნობილი გახდა, რომ სტადიონის აშენება წელიწადნახევარი დასჭირდებოდა. გარკვეული დროის შემეგ კი ცხადი ხდება, რომ აღნიშნული თანხა მშენებლობას არ ჰყოფნის და კლუბიც დიდ მსხვერპლზე მიდის: კლუბის აქციების გარკვეული ნაწილი 100 მილიონ პესეტად იყიდება, კიდევ 60 მილიონ პესეტას კი ბანკი კრედიტის სახით დებს მშენებლობაში. საერთო ჯამში ახალი სტადიონი 288 მილიონი პესეტა დაჯდა და მშენებლობის ვალებს “ბარსელონა” კიდევ კარგა ხნის განმავლობაში ისტუმრებდა.

სტადიონის ოფიციალურად გახსნის ცერემონიალის თარიღად 1957 წლის 24 სექტემბერი დასახელდა. კლუბის და მთელი ქალაქისთვის ამ მართლაც ისტორიულ დღემდე სამი დღით ადრე, “ბარსას” დირექტორთა საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ზეიმი დაწყებულად გამოცხადებულიყო. საზეიმო პროგრამაში მონაწილეობას ღებულობდნენ კლუბის სხვადასხვა სექციების წარმომადგენლები. სპეციალურად საზეიმო ცერემონიალისთვის, ცნობილმა პოეტმა – ხოსეპ საგარმა დაწერა სონეტა “ბლაუგრანა”. ასევე “კამპ ნოუს” მიეძღვნა კლუბის ახალი ჰიმნი, რომლის ტექსტი ხოსეპ ბადის, მუსილა კი ადოლფ კაბანის ეკუთვნოდა. გახსნის ცერემონილის დღეს მთელი ქალაქი ლურჯ და ბროწეულისფერ ფერებში იყო მორთული. ცერემონიალს არაერთი სპორტული თუ საზოგადო მოღვაწე ესწრებოდა. იყვნენ კატალონიის მთავრობის წარმომადგენლებიც. სტადიონზე იმყოფებოდა ბარსელონას მერი, ხოსეპ პორსიოლესიც. საზეიმო პარადის და ახალი ჰიმნის შესრულების შემდეგ, დადგა ახალ სტადიონზე პირველი მატჩის გამართვის ჯერიც. “ბლაუგრანას” პირველი მეტოქე “კამპ ნოუზე” ვარშავის ლეგია იყო, რომელიც კატალონიელებმა 4:2 დაამარცხეს. ახალ სტადიონზე პირველი გოლი, თამაშის მეთერთმეტე წუთზე, ეუხენიო მარტინესმა გაიტანა. შესვენებაზე კი ტრიბუნებზე ათი ათასი მტრედი იქნა გაშვებული. ასე დაიწყო “ბარსელონას” ისტორიაში ახალი ერა. “ლეგიასთან” შეხვედრაში კატალონიელებმა შემდეგი შემაგენლობით ითამაშეს: რამალესი, ოლიველა (გრასია 46), ბრუგუ, სეგარა, ბერგისი (ფლოტატსი 46), ჟენსანა (ბოში 46), ბასორა (ჰერმესი 46), ველვერდი (რიბელესი 46), მარტინესი (სემპლერდო 46), კუბალა (ევერისტო 46), ტეჰადა. გოლების ავტორები კი მასპინძელთა მხრიდან მარტინესი, ტეჰადა, სამპლედრო და ევარისტო გახდნენ. პირველ მატჩს ტრიბუნებიდან თვალს 90 ათასი გულშემატკივარი ადევნებდა.

საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი იმის თაობაზე, რომ “ნოუ კამპი” თარგმანში “ახალ მიწას” ნიშნავს. მაგრამ სინამდვილეში ასე სულაც არაა. სტადიონის სახელწოდება ქართულად თარგმნება, როგორც “ახალი სტადიონი”. საქმე ისაა, რომ “ლეს კორტსის” სტადიონს ხშირად უწოდებდნენ “Vell Camp” (ძველი სტადიონი). კატალონიურად სტადიონის სახელწოდება ჟღერს როგორც “კამპ ნოუ” და არა “ნოუ კამპი”. ამ შემთხვევაში საქმე სულაც არ გვაქვს კატალონიური ენის რაიმე თავისებურებაში. უბრალოდ, კატალონიელი ხალხი ამით ცდილობს დაუპირისპირდეს მთელს დანარჩენ ესპანეთს. ასეთივე შემთხვევას აქვს ადგილი, როდესაც კატალონიელები საყვარელ კლუბს “ბარსას” უწოდებენ და არა “ბარსელონას”.

მართალია თავდაპირველი გეგმის თანახმად სტადიონის ტევადობა 150 ათასი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გახსნის ცერემონიალზე იგი “მხოლოდ” 93053 ადამიანს იტევდა. სტადიონის ძირითადი კონტსრუქციები რკინა–ბეტონით იყო გაკეთებული. მას შემდეგ “კამპ ნოუმ” არაერთი რეკონსტრუქცია განიცადა. 1959 წლის 23 სექტემბერს სტადიონზე ახალი განათება დამონტაჟდა. 1971 წელს “კამპ ნოუს” ტერიტორიაზე გაიხსნა დახურული სპორტული დარბაზი, რომელშიც კლუბის კალათბურთის, ხელბურთის და ფრენბურთის გუნდები განთავსდნენ. ჰოკეის გუნდისთვის კი იქვე გაიხსნა ყინულის მოედანი. ძირითად საფეხბურთო მოედანთან ახლოს გაკეთდა მეორე, შედარებით მცირე მოედანი. 1982 წელს გახსნილ ამ პატარა სტადიონს ასევე ეწოდება – “მინი ესტადი (თარგმანში “პატარა სტადიონი”). 1975 წელს მეორე იარუსზე დაემატა ელექტრონული ტაბლო. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატისთვის კი სტადიონი მნიშვნელოვნად გარემონტდა: მეორე იარუსზე დაემატა VIP ლოჟა; ქვედა იარუსზე გაიხსნა პრეს–ცენტრი; ჩრდილოეთის და სამხრეთის ტრიბუნებზე დაემატა კიდევ ორი ტაბლო; სტადიონს დაემატა 22150 ახალი ადგილი, რაც მესამე იარუსის გაფართოებით იყო გამოწვეული. შედეგად “კამპ ნოუს” ტევადობამ 115000 ადგილს მიაღწია. 1984 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა კლუბის მუზეუმი. 1994 წელს, უეფას ნორმატივებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, კლუბი იძულები იყო სტადიონის ტევადობა 107 ათას ადგილამდე შეემცირებინა. იმისათვის, რომ ქვედა რიგებში მსხდომი გულშემატკვირების ხილვადობა გაუმჯობესებულიყო, მოედნის საფარის დონემ 2.5 მეტრით ქვემოთ დაიწია. ამავე წელს, მესამე იარუსზე პრესისთვის ახალი ლოჟები გაკეთდა და სტადიონის სახურავს რემონტი ჩაუტარდა. 1995–96 წლების სეზონში, მეორე იარუსზე არსებული საპრეზიდენტო ლოჟა გაფართოვდა. მომდევნო წელს კი მიწისქვეშა ავტოსადგომიო გაფართოვდა და მის ორ სართულზე უკვე 800 ავტომობილი ეტეოდა. 1997–98 წლების სეზონში ძველი ტაბლო ახალი, უფრო თანამედროვეთი შეიცვალა. 1998 წელს უეფამ შემოიღო კანონი, რომლის თანახმადაც სტადიონზე ყველა ადგილი უნდა ყოფილიყო დასაჯდომი. ამის შემდეგ “კამპ ნოუს” კიდევ ერთხელ მოუწია შევიწროება და 98600 ადგილიან სტადიონად იქცა. დღესდღეობით სტადიონი წარმოადგენს 48 მეტრის სიმაღლის შენობას, რომელიც განთავსებულია 55000 კვადრატულ მეტრზე. სტადიონზე მყოფ გულშემატკივართა ევაკუაცია შესაძლებელია ხუთ წუთში. 1999 წელს “კამპ ნოუს” ხუთვარსკვლავიანი სტადიონის სტატუსი მიანიჭეს. ევროპაში ასეთი წარმატებით ბევრი სტადიონი ვერ დაიკვეხნის, ესპანეთში არსებულ ასეთი ნაგებობების დათვლა კი ცალი ხელის თითებით შეიძლება. “კამპ ნოუს” გარდა ხუთვარსკვლავიანი სტადიონის სტატუსით სარგებლობს ბარსელონას ოლიმპიური სტადიონი. ასევე მადრიდის “ვისენტე კალდერონე” და სევილიას ოლიმპიური სტადიონი.

2006 წლის აგვისტოში, პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ არჩევის შემდეგ, ხუან ლაპორტამ ერთ–ერთ ინტერვიუში, “კამპ ნოუს” დაუჯერებელ რეკონსტრუქციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სტადიონის ტევადობა 15–20 ათასით გაიზრდება. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა უსაფრთხოების საკითხებს, რათა მოხდეს უეფას ნებისმიერი მოთხოვნის უპრობლემოდ დაკმაყოფილება. რეკონტსრუქიის შემდგომი სტადიონი მნიშვნელოვნად გაზრდის კლუბის შემოსავლებს გაყიდული ბილეთებიდან. თუ ჩაფიქრებული პროექტი მართლაც განხორციელდა, 118 ათასი ადგილით “კამპ ნოუ” გადაუსწრებს ისეთ სტადიონებს, როგროებიც არიან “ეცტეკი” მექსიკაში (114600) და “მარაკანა” ბრაზილიაში (95000). ამჟამად კი “ბარსელონას” გულშემატკივრებს შეუძლიათ იამაყონ, რომ მათ საყვარელ კლუბს ევროპაში უდიდესი სტადიონი აქვს, რომელიც უსწრებს “სან სიროს” (85700) და განახლებულ “უემბლის” (90000). მართალია რეკონსტრუქციის შემდეგ “კამპ ნოუ” გადაუსწრებს ამერიკის კონტინენტზე არსებულ სტადიონებს, მაგრამ კვლავ პატარა იქნება აზიაში არსებულ ორ სტადიონთან შედარებით. სამხრეთ კორეაში, პხენიანში, არის სტადიონი სახელწოდებით “რუნგნადო მეი დეი”, რომელიც 150000 ადამიანს იტევს. ხოლო ინდოეთში, კალკუტაში არსებულ “იუვა ბარატი კრინანგანს” ერთბაშად 120 ათასი გულშემატკივრის მასპინძლობა შეუძლია. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი ამ სტადიონთაგანი საფეხბურთო მატჩებს არ მასპინძლობს.

გარდა საფეხბურთო მატჩებისა, “კამპ ნოუ” სხვა ღონისძიებებსაც მასპინძლობს. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დროს სტადიონს რომის პაპი, ივანე პავლე მეორე ეწვია, რომელიც კლუბის ფან–კლუბშიც გაწევრიანდა 108000–ე წევრად. “კამპ ნოუზე” გამართულა ისეთი მომღერლების კონცერტები, როგორებიც არიან ფრენკ სინატრა, მაიკლ ჯექსონი, ხულიო იგლესიასი, პაბლო დომინგო, ლუჩანო პავაროტი და ხოსე კარერასი. გარდა ამისა, სტადიონზე ასევე იმართება მოდების ჩევნებებიც. “კამპ ნოუ” ასევე არის ადგილი, სადაც ხდება კლუბის ახალწვეულების წარდგენა და ტიტულის მოპოვების შემდეგ ზეიმი.

გარდა “ბარსელონასი”, “კამპ ნოუზე” საშინაო მატჩებს კატალონიის ნაკრებიც ატარებს. თუ არ ჩავთვლით 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალს, ესპანეთის ნაკრებს “კამპ ნოუზე” სტადიონზე არასდროს უთამაშია. მაშინ ალბერტ ფერერის და ხოსეპ გვარდიოლას მონაწილეობით ესპანელებმა პოლონეთის ნაკრებს 3:2 სძლია. ამავე სტადიონმა უმასპინძლა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩს, რომელშიც არგენტინამ მოულოდნელი მარცხი განიცადა ბელგიასთან, 0:1. “კამპ ნოუზე” გაიმართა იმავე ჩემპიონატის A ჯგუფის მატჩები პოლონეთის, ბელგიის და საბჭოთა კავშირის მონაწილეობით. ასევე ნახევარფინალურ შეხვედრას, რომელშიც იტალიამ პოლონეთი 2:0 დაამარცხა. “კამპ ნოუზე” გამართული რამდენიმე ევროტურნირის ფინალებიდან გამოსარჩევია 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, როდესაც ფაქტობრივად უკვე დამარცხებულმა “მანჩესტერმა” სასწაულებრივად მოახერხა თამაშის შემობრუნება და მიუნხენის “ბაიერნის” 2:1 დამარცხება.

1994 წლის 9 იანვარი. ექვსი წელია გასული მას შემდეგ, რაც “ბარსელონას” სათავეში ლეგენდარული იოჰან კრუიფი ჩაუდგა. კატალონიის დედაქალაქს მადრიდული “რეალი” სტუმრობს. “კამპ ნოუ” რა თქმა უნდა შევსებულია. სტადიონზე 117 ათასი ადამიანი იმყოფება. რა თქმა უნდა გულშემატკივრები მოგებას ელოდნენ, მაგრამ მოსისხლე მტრის ასე განადგურებას ყველაზე თავგადაკლული ფანატებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ. რომარიოს ჰეთ–თრიკის, ასევე კუმანის და იგლესიასის გოლების წყალობით, “ბარსელონამ” “სამეფო გუნდი” 5:0 გაანადგურა. იმ სეზონში “ბარსამ” პრიმერა ზედიზედ მეოთხედ მოიგო.

საერთოდ “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე საკმაოდ წარმატებით თამაშობს “რეალთან”. 2003 წლამდე კატალონიელებს მოსისხლე მტერთან შიდა ასპარეზზე საკუთარ მოედანზე 20 წლის განმავლობაში არ ჰქონდათ წაგებული და ფრანკ რაიკაარდის სადებიუტო სეზონში “კამპ ნოუზე” განცდილმა მარცხმა კინაღამ შეიწირა კიდეც ჰოლანდიელი სპეციალისტი.

1995 წლის 28 მაისს “კამპ ნოუზე” მიქაელ ლაუდრუპი დაბრუნდა, რომელმაც “ბარსა” “რეალზე” გაცვალა და შესაბამისი რეაქციაც მიიღო. სტადიონის ტრიბუნებზე გამოკრული იყო აბრები წარწერებით: “იუდა”, “არ გაბედო ჩვენს სტადიონზე შემობიჯება”. ლაუდრუპმა ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლო და შეცვლა ითხოვა.

კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავარდა ლუიშ ფიგუ. “ბარსელონადან” “რეალში” გადაბარგებულ პორტუგალიელს “თბილი” დახვედრა “ბარსას” ქომაგებმა ჯერ კიდევ აეროპორტში მოუწვეს, მაგრამ ეს მონაგონი იყო იმასთან შედარებით, რაც მას “კამპ ნოუზე” ელოდა. გულშემატკივრები სტადიონზე გამოკიდებულ ტრანსპარანტებს და ფიგუს სიტყვიერ შეურაცხყოფას არ დასჯერდნენ და მას მცირე საგნების სროლა დაუწყეს. მომდევნო სეზონში, 2002 წლის 23 ნოემბერს, “კამპ ნოუმ” დაამტკიცა, რომ ფიგუს მისამართით კატალონიელ ხალხს ზიზღი ოდნავად არ განელებია. პორტუგალიელისთვის იმ კოშმარული საღამოს მწვერვალად იქცა ღორის თავი, რომელიც ფიგუს კუთხურის მოწოდების დროს ტრიბუნიდან ესროლეს. ამასთან დაკავშირებით ხრისტო სტოიჩკოვმა ერთ–ერთი ინტერვიუს დროს ჩვეული, პირდაპირი განცხადება გააკეთა: “როდესაც შენ ხარ ღორი, არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ღორის თავებს გესვრიან”. მადრიდული კლუბის მხარე მოითხოვა ამ ფაქტის გამო “ბარსას” 60000 ევროთი დასჯას და ერთი კატალონიელთათვის ერთი თვით საკუთარ მოედანზე თამაშის აკრძალვას. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული კომიტეტი კი 4000 ევროიანი ჯარიმით და სტადიონის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით შემოიფარგლა. მაგრამ კატალონიის სამოქალაქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა. სტადიონზე მომხადი ფაქტის შემდეგ ლუიშ ფიგუმ “კამპ ნოუს” განუსაზღვრელი ვადით დახურვა და განსაკუთრებული ზომების მიღება მოითხოვა. “ბარსელონას” მაშინდელმა პრეზიდენტმა, ხუან გამპერმა კი, მოულოდნელად გულშემატკივრის მხარე დაიჭირა და საფეხბურთო ხულიგნის წინააღმდეგ არანაირი სანქცია არ გამოუყენებია.


image

სამომავლო პროექტი :

user posted image

მუზეუმი

“ბარსელონას” მუზეუმის გახსნის იდეა ჯერ კიდევ მე–20 საუკუნის 20–იან წლებში ჩაისახა, როდესაც გუნდს მისივე დამაარსებელი – ხუან გამპერი მართავდა. მაგრამ რიგ მიზეზთა გამო იდეა იდეადვე რჩებოდა და კლუბის მუზეუმის გახსნა მხოლოდ 1984 წელს, ხოსეპ ლუის ნუნიესის პრეზიდენტობის დროს მოხერხდა. მას შემდეგ მუზეუმმა სამჯერ – 1987, 1994 და 1998 წელს განიცადა რეკონსტღუქცია, რის შედეგადაც მისი ფართობი დღესდღეობით 3.500 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
წლების განმავლობაში მუზეუმმა შეიძინა კლუბის მთავარი კულტურული და სოციალური დატვირთვის მქონე ობიექტის ფუნქცია. იგი იმდენად პრესტიჟული გახდა, რომ დღესდღეობით საფეხბურთო სამყაროში სა უკეთესო მუზეუმად ითვლება, კატალონიაში კი “ბარსელონას” მუზეუმი ყველაზე დატვირთული მუზეუმია – წლის განმავლობაში მას დაახლოებით 1.200.000 ადამიანი სტუმრობს. “ბარსელონას” მუზეუიმ იქცა ესპანური და სხვა კლუბებისათვის მისაბაძ მაგალითად და კატალონიელთა ბევრმა ინიციატივამ მუზეუმის განვითარებასთან დაკავშირებით განვითარება შემდგომში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ჰპოვა.
მუზეუმი, რომელშიც შესაძლებელია “კამ ნოუს” პანორამული ხედის ხილვა, შეგვიძლია დავყოთ სამ ძირითად ნაწილად:

  • ისტორიული ნაწილი: აქ შეგიძლიათ ნახოთ “ბარსელონას” მთელი ისტორია. “ბარსას” სხვადასხვა გუნდების მიერმოგებული მნიშვნელოვანი ტიტულები, ფოტოსურათები, სხვადასხვა დროის სპორტული მატერიალები, აუდიოვიზუალური პრეზენტაციები და ასევე უამრავი სუვენირი, რომელიც მუზეუმის დათვალიერებას ემოციურ მუხტს სძენს.
  • Futbolart Collection – Pablo Ornaque: საინტერესო ანტიკური მოვლენების მთელი სამყარო მე–19 საუკუნის სპორტული ცხოვრებიდან მოყოლებული დღემდე, ეს ყველაფერი კი ჭეშმარტი თანამედროვე სტილშია გაკეთებული.
  • დროებითი გამოფენები: მუზეუმის ამ განყოფილებაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კლუბის ისტორიაში სხვადასხვა ღირსშესანიშნავი პიროვნებების რეალური სახეები. მაგალითად: “ხუან გამპერის ექსპოზიცია, 1877–1930: ადამიანი, კლუბ ი, საუკუნე”, რომელიც აღწერს კლუბის დამაარსებლის ცხოვრებას და მოღვაწეობას. ასევე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ “კამპ ნოუ, “ბარსელონას” 50 წლიანი ნეტარება”, რომლის საშუალებითაც შესძლებთ თვალი გადაავლოთ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში “ბარსელონას” სტადიონს, რომელიც ამავე დროს კლუბის ერთ–ერთ სიმბოლოდ არის მიჩნეული.

“ბარსელონას” ისტორიის საინტერესოდ გაცნობის კიდევ ერთი გზა არის “კამპ ნოუს” ტურის სტუმრობა, რომლის მეშვეობითაც თქვენ შესძლებთ კლუბის ისტორიული მოვლენების ძირფესვიანად შესწავლას.

მუშაობის გრაფიკი ორშაბათი–შაბათი: 14 აპრილიდან 12 ოქტომბრამდე მუზეუმი მუშაობს 10:00–20:00 საათებში. წელიწადის დანარჩენ დროს 10:00–18:30 საათებში.
კვირა და სახალხო დღესასწაულები: მუზეუმი მუშაობს 10:00–14:30 საათებში.
ესპანეთის ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის საშინაო თამაშების დღეებში: მუზეუმი მუშაობს 10:00–13:00 საათებში.
მუზეუმი არმუშაობს 1 იანვარს, 6 და 25 დეკემბერს.
ჰიმნი

უკვე ტრადიციად არის ქვეული “ნოუ კამპზე” გამართული ყველა დაპირისპირების წინ კლუბის ჰიმნის დაკვრა, რომელსაც “El Cant del Barça” ეწოდება. სიმღერა სტადიონზე დამონტაჟებულ ხმის გამაძლიერებლებში ისმის და გუნდის საქომაგოდ მისული თითოეული გულშემატკივარიც სიამოვნებით უბამს მხარს აუდიოჩანაწერს.

პირველად სტადიონზე შეკრებილმა აუდიტორიამ ჰიმნი 1974 წლის 27 ნოემბერს მოისმინა. მაგრამ მაშინ ყველაფერი გაცილებით მასშტაბური იყო. 3600 ადამიანი “ნოუ კამპის” ცენტრში იმისთვის შეიკრიბა, რომ ორიოლა მარტორელიასთან ერთად შესრულებინა ახალი ჰიმნი. ახალი ნაწარმოების ტექსტის ავტორი ხოსე მარია ესპინასო და ხაუმე პიკასი იყვნენ, მუსიკა კი მანუელ ვალსს ეკუთვნოდა. სიმღერამ მალე მოიპოვა პოპულარობა. გულშემატკივრებს მოსწონდათ, რომ მათ შეეძლოთ ტაში აეწყოთ ჰიმნის რიტმებისთვის. ყველაზე მნიშნვნელოვანი კი ის იყო, რომ ჰიმნის ტექსტი გამოხატავდა კატალონიურ სულს.

თუმცა, ეს არ არის ერთადერთ ჰიმნი, რომელიც კლუბს ისტორიის განმავლობაშ ჰქონია. პირველი ჰიმნის ოფიციალური პრეზენტაცია შედგა 1923 წლის 18 თებერვალს. ტექსტის ავტორი გახლდათ რაფაელ ფორჩი კაპდევილა, ხოლო მუსიკა ეკუთვნოდა ენრიკ მორერას. ნაწარმოები პირველად შეასრულა ორფეო გრასენცას გუნდმა კლუბის ძველ სტადიონზე “Les Corts”–ზე. პირველ ჰიმნის სიტყვები ნათლად ასახავდნენ კატალონიაში სპორტისა და კატალონიელი ერის ცხოვრების ურთიერთკავშირს.

1923 წლის ჰიმნი

1949 წელს “ბარსა” 50 წლის ხდებოდა და ახალი ჰიმნის საჭიროებაც შეიქნა. ტექსტის დაწერა საკუთარ თავზე ესტევ კალზადამ აიღო, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე ხუან დოტრასმა იზრუნა. ჰიმნს ეწოდებოდა “Barcelona, sempre amunt!” (მუდამ ბარსელონასთან). მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარებისა, ჰიმნის მაინც აკტალონიურ ენაზე იქნა დაწერილი.

1949 წლის ჰიმნი

1957 წელს კლუბის ისტორიაში მესამე ჰიმნი დაიწერა და ამჯერადაც კატალონიურ ენაზე. ტექსტის ავტორი ხოსეპ ბადია იყო, რომლის ჰიმნსაც “Himne a l’Estadi” (სტადიონის ჰიმნი) ეწოდებოდა და იგი იმს წელს გახსნილ “ნოუ კამპს” ეძღვნებოდა. მუსიკის ავტორად კი ამჯერად ადოლფ კაბანიე მოგვევლინა. პირველად სწორედ 1957 წლის ჰიმში გაჩნდა სიტყვა “ბარსა”.

1957 წლის ჰიმნი

1974 წელს დაიწერა კიდევ ერთი, რიგით მეოთხე ჰიმნი, რომელსაც “El Cant del Barça” (ბარსას სიმღერა). ახალმა ჰიმნმა იმხელა პოპულარობა მოიპოვა, რომ მალევე დავიწყებულ იქნა მისი ყველა წინამორბედი, მათ შორის “Himne a l’Estadi”. ამ ჰიმნის დაწერიდან 25 წლის განმავლობაში არავის აზრადაც კი არ მოსვლია ახალი ნაწარმოების დაწერა. მე–20 საუკუნის ბოლოსთვის დაიწერა კიდევ ერთი ჰიმნი, რომელიც მიეძღვნა კლუბის ასი წლის იუბილეს, მაგრამ ოფიციალურ ჰიმნდა დღემდე “El Cant del Barça” რჩება. იუბილესადმი მიძღვნილი ჰიმნი, რომელსაც “Cant del Centenari” ეწოდებოდა, პირველად 1998 წლის 22 სექტემბერს შესრულდა. კლუბის ისტორიაში ჯერ–ჯერობით ბოლო ჰიმნის სიტყვები რამონ სოლსონას, ხოლო მუსიკა როს მარბას ეკუთვნის.

1974 წლის ჰიმნი (მოქმედი ჰიმნი)

ასი წლის იუბილესთვის მიძღვნილი ჰიმნი



სპონსორები

2006 წლიდან ბარსელონას მაისურზე განთავსებულია UNICEF ლოგო. ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)


Nike - ოფიციალური სპონსორი ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)


Coca-Cola - ოფიციალური სპონსორი ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)

TV3 - ოფიციალური სპონსორი ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)

Audi - ოფიციალური სპონსორი ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)

Telefonica - ოფიციალური სპონსორი ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)


Estrella Damm - ოფიციალური სპონსორი ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)


La Caixa - ოფიციალური სპონსორი ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)


bwin - ოფიციალური პარტნიორი ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)


MediaPro - ოფიციალური მიმწდებელი ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)


უნიფორმა წლების მიხედვით

ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)


ტიტულები


ესპანეთის ჩემპიონი: 18

1928-29, 1944-45, 1947-48, 1948-49, 1951-52, 1952-53, 1958-59, 1959-60, 1973-74, 1984-85, 1990-91, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1997-98, 1998-99, 2004-05, 2005-06


ესპანეთის თასი: 24

1909-10, 1911-12, 1912-13, 1919-20, 1921-22, 1924-25, 1925-26, 1927-28, 1941-42, 1950-51, 1951-52, 1952-53, 1956-57, 1958-59, 1962-63, 1967-68, 1970-71, 1977-78, 1980-81, 1982-83, 1987-88, 1989-90, 1996-97, 1997-98


ესპანეთის სუპერ თასი: 7

1983, 1991, 1992, 1994, 1996, 2005, 2006


ლიგის თასი: 2

1983, 1986


ჰანს გამპერის თასი: 32

1966, 1967, 1968, 1969, 1971, 1973, 1974, 1975, 1976, 1977, 1979, 1980, 1983, 1984, 1985, 1986, 1988, 1990, 1991, 1992, 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2000, 2001, 2002, 2003, 2004, 2006, 2007.


კატალონიის ჩემპიონი: 22

1901-02, 1904-05, 1908-09, 1909-10, 1910-11, 1912-13, 1915-16, 1918-19, 1919-20, 1920-21, 1921-22, 1923-24, 1924-25, 1925-26, 1926-27, 1927-28, 1929-30, 1930-31, 1931-32, 1934-35, 1935-36, 1937-38


კატალონიის თასი: 6

1990-91, 1992-93, 1999-2000, 2003-04, 2004-05, 2006-2007


უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 2

1992, 2006


უეფას თასების მფლობელთა თასი: 4

1979, 1982, 1989, 1997


უეფას სუპერ თასი: 2

1992, 1997


ბაზრობათა თასი: 3

1958, 1960, 1966


ლათიწლის უდიდესი საფეხბურთო დღესასწაული-ელ კლასიკო

ეს ელ კი ელ კლასიკოს შედეფებია,რომელიც უდავაოდ დააინტერესებთ როგორც ბარსელონას,ისე მადრიდის რეალის გულშემატკივრებს
წელიტურნირიქალაქიწყვილიანგარიშიშედეგი
1902თასიმადრიდირეალი-ბარსელონა1:3მოგება
1906ამხანაგურიბარსელონაბარსელონა-რეალი5:2მოგება
1913ამხანაგურიბარსელონაბარსელონა-რეალი7:0მოგება
1913ამხანაგურიბარსელონაბარსელონა-რეალი1:0მოგება
1914ამხანაგურიმადრიდირეალი-ბარსელონა2:2ფრე
1914ამხანაგურიმადრიდირეალი-ბარსელონა0:2მოგება
1916ამხანაგურიბარსელონაბარსელონა-რეალი3:0მოგება
1916ამხანაგურიბარსელონაბარსელონა-რეალი0:0ფრე
1916თასიბარსელონაბარსელონა-რეალი2:1მოგება
1916თასიმადრიდირეალი-ბარსელონა4:1წაგება
1916თასიბარსელონაბარსელონა-რეალი6:6ფრე
1916თასიმადრიდირეალი-ბარსელონა4:2წაგება
1917ამხანაგურიბარსელონაბარსელონა-რეალი3:1მოგება
1917ამხანაგურიბარსელონაბარსელონა-რეალი4:1მოგება
1918ამხანაგურიმადრიდირეალი-ბარსელონა1:2მოგება
1920ამხანაგურიბარსელონაბარსელონა-რეალი2:2ფრე
1920ამხანაგურიბარსელონაბარსელონა-რეალი7:1მოგება
1921ამხანაგურიბარსელონაბარსელონა-რეალი3:0მოგება
1926თასიმადრიდირეალი-ბარსელონა1:5მოგება
1926თასიბარსელონაბარსელონა-რეალი3:0მოგება
1927ამხანაგურიბარსელონაბარსელონა-რეალი0:0ფრე
1927ამხანაგურიმადრიდირეალი-ბარსელონა1:5მოგება
1927ამხანაგურიმადრიდირეალი-ბარსელონა1:5მოგება
1927მოსამზადებელიბარსელონაბარსელონა-რეალი2:2ფრე
1927მოსამზადებელიმადრიდირეალი-ბარსელონა1:1ფრე
1929ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:2წაგება
1929ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა0:1მოგება
1930ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:4წაგება
1930ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა5:1წაგება
1931ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი3:1მოგება
1931ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა0:0ფრე
1932ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა2:2ფრე
1932ამხანაგურიბარსელონაბარსელონა-რეალი2:2ფრე
1932ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი2:2ფრე
1932ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა2:0წაგება
1933ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:1ფრე
1933ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა2:1წაგება
1934ამხანაგურიმადრიდირეალი-ბარსელონა5:1წაგება
1934ლა ლიგაბარსელონაბარელონა-რეალი1:2წაგება
1934ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა4:0წაგება
1935ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი5:0მოგება
1935ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა8:2წაგება
1936ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი0:3წაგება
1936ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა3:0წაგება
1936თასი (ფინალი)ვალენსიარეალი-ბარსელონა2:1წაგება
1940ამხანაგურიბარსელონაბარსელონა-რეალი5:4მოგება
1940ამხანაგურიმადრიდირეალი-ბარსელონა2:3მოგება
1940ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი0:0ფრე
1940ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა2:1წაგება
1941ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი3:0მოგება
1941ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა1:2მოგება
1942ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი0:2წაგება
1942ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა4:3წაგება
1943ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი5:5ფრე
1943ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა3:0წაგება
1943თასიბარსელონაბარსელონა-რეალი3:0მოგება
1943თასიმადრიდირეალი-ბარსელონა11:1წაგება
1943ამხანაგურიმადრიდირეალი-ბარსელონა1:1ფრე
1943ამხანაგურიაბრსელონაბარსელონა-რეალი4:0მოგება
1944ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:2წაგება
1944ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა0:1მოგება
1945ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი5:0მოგება
1945ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა1:0წაგება
1946ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:0მოგება
1946ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა3:2წაგება
1947ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი3:2მოგება
1947ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა2:1წაგება
1948ლა ლიგაბარსელონაბარელონა-რეალი4:2მოგება
1948ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა1:1ფრე
1948
ბარსელონაბარსელონა-რეალი1:0მოგება
1948
მადრიდირეალი-ბარსელონა0:1მოგება
1949ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი3:1მოგება
1949ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა1:2მოგება
1950ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი2:3წაგება
1950ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა6:1წაგება
1951ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი7:2მოგება
1951ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა4:1წაგება
1952ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი4:2მოგება
1952ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა5:1წაგება
1953ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:0მოგება
1953ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა2:1წაგება
1954ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი5:1მოგება
1954ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა5:0წაგება
1954თასიმადრიდირეალი-ბარსელონა1:0წაგება
1954თასიბარსელონაბარსელონა-რეალი3:1მოგება
1955ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი2:2ფრე
1955ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა3:0წაგება
1956ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი2:0მოგება
1956ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა2:1წაგება
1957ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:0მოგება
1957ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა1:0წაგება
1957თასიმადრიდირეალი-ბარსელონა2:2ფრე
1957თასიბარსელონაბარსელონა-რეალი6:1მოგება
1958ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი0:2წაგება
1958ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა3:0წაგება
1959ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რალი4:0მოგება
1959ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა1:0წაგება
1959თასიმადრიდირეალი-ბარსელონა2:4მოგება
1959თასიბარსელონაბარსელონა-რეალი3:1მოგება
1959
მადრიდირეალი-ბარსელონა4:3წაგება
1960ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი3:1მოგება
1960ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა2:0წაგება
1960ჩ. ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა3:1წაგება
1960ჩ. ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:3წაგება
1961ლა ლიგაბარსელონაბარსელონ-რეალი3:5წაგება
1961ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა3:2წაგება
1961ჩ. ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა2:2ფრე
1961ჩ. ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი2:1მოგება
1962ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი3:1მოგება
1962ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა2:0წაგება
1962თასიმადრიდირეალი-ბარსელონა0:1მოგება
1962თასიბარსელონაბარსელონა-რეალი1:3წაგება
1963ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:5წაგება
1963ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა2:0წაგება
1964ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:2წაგება
1964ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა4:0წაგება
1965ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:2წაგება
1965ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა4:1წაგება
1966ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი2:1მოგება
1966ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა1:3მოგება
1967ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი2:1მოგება
1967ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა1:0წაგება
1968ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:1ფრე
1968ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა1:1ფრე
1968თასი (ფინალი)მადრიდირეალი-ბარსელონა0:1მოგება
1968
კადისიბარსელონა-რეალი2:1მოგება
1969ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:1ფრე
1969ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა2:1წაგება
1970ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:0მოგება
1970ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა3:3
1970თასიმადრიდირეალი-ბარსელონა2:0წაგება
1970თასიბარსელონაბარსელონა-რეალი1:1ფრე
1971ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი0:1წაგება
1971ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა0:1მოგება
1972ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:0მოგება
1972ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა1:1ფრე
1973ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:0მოგება
1973ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა0:0ფრე
1974ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი0:0ფრე
1974ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა0:5მოგება
1974თასი (ფინალი)მადრიდირეალი-ბარსელონა4:0წაგება
1975ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი0:0ფრე
1975ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა1:0წაგება
1976ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი2:1მოგება
1976ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა0:2მოგება
1977ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი3:1მოგება
1977ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა1:1ფრე
1978ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი2:3წაგება
1978ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა4:0წაგება
1979ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი2:0მოგება
1979ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა3:1წაგება
1980ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი0:2წაგება
1980ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა3:1წაგება
1981ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი2:1მოგება
1981ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა3:0წაგება
1982ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი3:1მოგება
1982ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა3:1წაგება
1982ამხანაგურიმადრიდირეალი-ბარსელონა1:0წაგება
1983ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი2:1მოგება
1983ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა0:2მოგება
1983თასი (ფინალი)სარაგოსაბარსელონა-რეალი2:1მოგება
1983მშვიდობის თასიმადრიდირეალი-ბარსელონა2:2ფრე
1983მშვიდობის თასიბარსელონაბარსელონა-რეალი2:1მოგება
1984ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:2წაგება
1984ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა2:1წაგება
1985ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი3:2მოგება
1985ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა0:3მოგება
1985ლიგის თასიბარსელონაბარსელონა-რეალი2:2ფრე
1985ლიგის თასიმადრიდირეალი-ბარსელონა1:1ფრე
1986ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი2:0მოგება
1986ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა3:1წაგება
1986ლიგის თასიბარსელონაბარსელონა-რეალი2:2ფრე
1986ლიგის თასიმადრიდირეალი-ბარსელონა0:4მოგება
1987ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი3:2მოგება
1987ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა1:1ფრე
1987
ბარსელონაბარსელონა-რეალი2:1მოგება
1987
მადრიდირეალი-ბარსელონა0:0ფრე
1988ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი2:0მოგება
1988ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა2:1წაგება
1988სუპერთასიბარსელონაბარსელონა-რეალი2:1მოგება
1988სუპერთასიმადრიდირეალი-ბარსელონა2:0წაგება
1989ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი0:0ფრე
1989ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა3:2წაგება
1990ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი3:1მოგება
1990ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა3:2წაგება
1990თასი (ფინალი)ვალენსიაბარსელონა-რეალი2:0მოგება
1990სუპერთასიბარსელონაბარსელონა-რეალი0:1წაგება
1990სუპერთასიმადრიდირეალი-ბარსელონა4:1წაგება
1991ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი2:1მოგება
1991ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა1:0წაგება
1991ამხანაგურიმადრიდირეალი-ბარსელონა3:1წაგება
1991ამხანაგურიბარსელონაბარსელონა-რეალი1:1ფრე
1992ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:1ფრე
1992ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა1:1ფრე
1993ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი2:1მოგება
1993ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა2:1წაგება
1993თასიმადრიდირეალი-ბარსელონა1:1ფრე
1993თასიბარსელონაბარსელონა-რეალი1:2წაგება
1994სუპერთასიმადრიდირეალი-ბარსელონა3:1წაგება
1994სუპერთასიბარსელონაბარსელონა-რეალი1:1ფრე
1994ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი5:0მოგება
1994
მადრიდირეალი-ბარსელონა0:1მოგება
1995ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:0მოგება
1995ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა5:0წაგება
1996ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი3:0მოგება
1996ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა1:1ფრე
1997ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი2:1მოგება
1997ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა2:0წაგება
1997თასიბარსელონაბარსელონა-რეალი3:2მოგება
1997თასიმადრიდირეალი-ბარსელონა1:1ფრე
1998სუპერთასიბარსელონაბარსელონა-რეალი2:1მოგება
1998სუპერთასიმადრიდირეალი-ბარსელონა4:1წაგება
1998ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა2:3მოგება
1998ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი3:0მოგება
1999ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი3:0მოგება
1999ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა2:2ფრე
2000ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი2:2ფრე
2000ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა3:0წაგება
2001ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი2:0მოგება
2001ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა2:2ფრე
2002ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:1ფრე
2002ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა2:0წაგება
200ჩ. ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი0:2წაგება
2002ჩ. ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა1:1ფრე
2003ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი0:0ფრე
2003ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა1:1ფრე
2004ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:2წაგება
2004ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა1:2მოგება
2005ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი3:0მოგება
2005ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა4:2წაგება
2006ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა0:3მოგება
2006ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი1:1ფრე
2007ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა2:0წაგება
2007ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი3:3ფრე
2008ლა ლიგაბარსელონაბარსელონა-რეალი0:1წაგება
2008ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა4:1წაგება
2008ლა ლიგაბარსელონაბარსელონა–რეალი2:0მოგება
2009ლა ლიგამადრიდირეალი–ბარსელონა2:6მოგება
2009–10ლა ლიგაბარსელონაბარსელონა–რეალი1:0მოგება
2009-10ლა ლიგამადრიდირეალი-ბარსელონა0:2მოგება


ხუან გამპერიხუან მანუელ ასენსი
კარლეს კომალალაიოჰან კრუიფი
პაულინო ალკანტარამიგელ ბერნარდო ბიანკეტი, “მიგელი”
რამონ ტორალბაიოჰან ნეესკენსი
ხოსეპ სამიტიერიჰანს კრანკლი
ვისენს პიერაბერნდ შუსტერი
ფერენც პლატკოენრიკე კასტრო, “კინი”
მარტი ვენტოლრაფრანჩისკო ჩავიერ გონსალეს ურუტიკოეჩეა, “ურუტი”
ხოსეპ ესკოლადიეგო არმანდო მარადონა
მარიანო მარტინიანდონი სუბისარეტა
გონსალვო IIIმიკაელ ლაუდრუპი
სეზარ როდრიგესიგილერმო ამორი
ესტანისლაუ ბაზორააიტორ ბეგირისტაინი
ანტონი რამალეტსირონალდ კუმანი
ხუან სეგარახოსეპ გვარდიოლა
ლადისლაუ კუბალახრისტო სტოიჩკოვი
ზიგფრიდ გრასიარომარიო დე სოუზა
ლუის სუარესილუის ენრიკე მარტინესი
ფერან ოლივეირარონალდო ლუის ნაზარიო
ევარისტო დე მაჩედოვიტორ ბორბა ფერეირა “რივალდო”
შანდორ კოჩიშიპატრიკ კლუივერტი
სალვადორ სადურნირონალდო დე ასისი, “რონალდინიო”
ხუაკიმ რიფეანდერსონ დე სოუზა, “დეკუ”
კარლეს რექსაჩისამუელ ეტო’ო
ანტონი ტორესი

შემადგენლობა 2008/09


ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)


ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)

No comments:

Post a Comment